| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის 2 მასწავლებელი პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2020 წლის საუკეთესო ლიდერ პედაგოგად დასახლდა.
ასოციაცია „ ათინათის“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორი სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები, დასახელებულ 2020 წლის 4 საუკეთესო ლიდერ მასწავლებლებს შორის ორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგია.
ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიური განათლების კლუბის მიმართულებით - 2020 წლის საუკეთესო ლიდერი პედაგოგი მზია ქარდავა გახლავთ.
ინგლისური ენის კლუბის მიმართულებით - 2020 წლის საუკეთესო ლიდერი პედაგოგი კი ნინო ჯოჯუაა.
ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მათ საუკეთესო პედაგოგის ტიტულის მინიჭებას და ამ დღის ემოციებისთვის მადლობას უხდის ასოციაცია „ ათინათის“ ხელმძღვანელს რუსუდან ყალიჩავას, თანამშრომლებს სალომე ჟვანიასა და სალომე გუგუჩიას, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელთაც დააფასეს მასწავლებლების შრომისმოყვარეობა და ნიჭიერება. პედაგოგებს კი უსურვებს ბევრ ასეთ სასიხარულო და
სადღესასწაულო დღეებს ცხოვრებაში.
პროექტს - „ ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ახორციელებს ასოციაცია „
ათინათი“ გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას