სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% მონაწილეობდა, 3 აპლიკანტი კი გამოცდიდან მოიხსნა
25-07-2020
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% მონაწილეობდა, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდების შეჯამებისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი.

„ორი ძირითადი მიზანი გვქონდა, როდესაც ვიწყებდით ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ერთი გახლდათ ის, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, რომ მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები და მეორე იყო ის, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა უწყებების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორივე მიზანი მიღწეულია და თითოეულ უწყებას და ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. გეტყვით იმას, რომ გვქონდა გარკვეული პრობლემებიც. იყო შემთხვევა, როცა გვყავდა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი, მაგრამ როგორც ამ აბიტურიენტმა, ასევე დანარჩენმა აბიტურიენტებმა, რომელსაც კარანტინში მოუწიათ გადასვლა, შეძლეს და ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ისინი არ გამოეთიშნენ ამ საგამოცდო პროცესს“, - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება აბიტურიენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გორგოძის თქმით, მათთვის არსებობს ჩარიცხვის განსხვავებული წესი. შესაბამისად, ისინი ალტერნატიული წესის საფუძველზე ჩაირიცხებიან.

„იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. რაც შეეხება ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტების მოხსნის ფაქტს, გვქონდა სამი ასეთი შემთხვევა. ერთი შემთხვევა იყო თავად სექტორში მობილური ტელეფონის აღმოჩენის გამო, ორი - დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ მართალია ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, მაგრამ საგამოცდო პროცესი გრძელდება 4 აგვისტოს ჩათვლით. მასწავლებლობის მსურველებისთვის გრძელდება ეს პროცესი და ასევე, მაგისტრობის მსურველთათვის, რომლებიც 1-4აგვისტროს ჩათვლით გაივლიან ტესტირებას. რაც შეეხება აბიტურიენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათთვის არსებობს ჩარიცხვის განსხვავებული წესი. შესაბამისად, ისინი ალტერნატიული წესის საფუძველზე ჩაირიცხებიან“, - განაცხადა გორგოძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება