| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ედნარ დიასამიძის სახელობის სახალვაშოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს დისტანციური სასწავლო პროცესის დროს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. ინგლისური ენის პედაგოგი ელზა მაკარაძე ონლაინსწავლების დროს გამოყენებულ რესურსებსა და მიღწევებზე გვიყვება:
„ონლაინ სწავლების პერიოდში მიზნად დავისახე განმავითარებელი შეფასების და ზოგადად შეფასების ფორმების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება. ვინაიდან მასწავლებელს ეკისრება ფასილიტატორის როლი, ამიტომ დავგეგმე ისეთი შეფასების რესურსის შექმნა, სადაც მოსწავლეები თავად გაართმევდნენ შეფასებას თავს და თან სახალისო იქნებოდა მათთვის, მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე დავამზადე სხვადასხვა მრავალფეროვანი ილუსტრირებული განმავითარებელი შეფასების პლაკატები, განსაკუთრებით გაამართლა ნამუშევრებმა: „წარმატების ხე“, „ჟირაფის კისერი“ , „ზღვაში მოტივტივე ნავი“ , „კლდეზე ასვლა“. მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს საკუთარი სწავლის პროგრესი ილუსტრაციის მეშვეობით“,-აღნიშნა პედაგოგმა ელზა მაკარაძემ.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას