სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუზეუმები და მისი ექსპონატები“ - ქუთაისის N21 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
02-07-2020
-
+


„მუზეუმები და მისი ექსპონატები“ - ქუთაისის N21 საჯარო სკოლის IXა კლასის მოსწავლეებმა საინტერესო დავალება შეასრულეს. მათი პედაგოგი ნინო ჟვანიაა.

დავალების ამოცანა ასეთი იყო: მოსწავლეს ინტერნეტში უნდა მოეძიებინა მისთვის საინტერესო მუზეუმი ან მუზეუმში გამოფენილი ექსპონატი და მის შესახებ გაეკეთებინა ელექტრონული ხმოვანი ან არახმოვანი პრეზენტაცია.

„დღეს, გარკვეული მიზეზების გამო ცნობილი მუზეუმების დათვალიერება შეუძლებელია, ყველა დახურულია და როდის გაიხსნება, საზოგადოებისათვის უცნობია. ხელოვნების მოყვარულებისათვის ცოტა შვებაა, როდესაც ინტერნეტით ახერხებენ მუზეუმის კოლექციის დათვალიერებას. ასევე საინტერესოა ეს პროცესი მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვისაც. ინტერნეტით ექსპონატების გაცნობა, დათვალიერება, მათზე საინტერესო/უცნობი ამბების გაგება მათ სამყაროს შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ასეთი ხერხით ისინი ეცნობიან ქვეყნების კულტურას, ხელოვნების ნიმუშებს, დაცულ უძვირფასეს ნამუშევრებს, ახდენენ მუზეუმის ძირითადი საქმიანობის სრულად გააზრებას, კერძოდ: ხვდებიან როგორ ხდება ექსპონატების შეძენა, დაცვა, შენახვა და რესტავრაცია.

დისტანციური დავალებისათვის მოსწავლეები ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე აკეთებენ ხმოვან და არახმოვან პრეზენტაციებს. ამ დროს კი მოსწავლეები ეცნობიან ქართული და მსოფლიო, ძველი და ახალი ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და ხალხური შემოქმედების ზოგიერთ დარგებს, ახდენენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გამოყენებას, მათ შედარებასა და შეჯერებას, კრიტიკულ შეფასებას და საკუთარი შემოქმედებისათვის გამოყენებას.

ასეთი დავალებით ხდება მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარება:
• კრიტიკული აზროვნება;
• ემოციური სფეროს განვითარება;
• წარმოსახვის განვითარება;
• ხედვის, სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედველობითი მეხსიერების განვითარება;
• შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
• საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

საბოლოოდ კი მოსწავლეები ახერხებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის შესწავლას და უყალიბდებათ შემწყნარებლური დამოკიდებულება სხვა ადამიანების, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობისადმი,“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება