TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კვლავ შევხვდებით გაზაფხულს“ - დაგვას საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან ხარაზი ჩანახატს გვიზიარებს
26-05-2020
-
+


„კვლავ შევხვდებით გაზაფხულს“ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან ხარაზი ჩანახატს გვიზიარებს. რუსუდანის ნაშრომში კორონავირუსისგან გამოწვეულ ვითარებაზეა საუბარი. პანდემიაზე, რომელმაც მსოფლიო მოიარა, მაგრამ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა.

კვლავ შევხვდებით გაზაფხულს

მაშინ, როცა მხრებს იფერთხავდა ზამთარი, რათა გაზაფხული შემოსულიყო, როცა ია-ენძელებითა და ყოჩივარდებით გადაპენტილიყო მთა-ველი, როცა მზე გულს უთბობდა ქვეყანას, რომ ფერადი სამოსი მოერგოთ ყვავილებს, საქართველოს მზისფერი კაბა უნდა ჩაეცვა. იყო ახალი ოცნებები, სიხარული, სიყვარული, მოკლედ, სიცოცხლე ჩქეფდა...                                              

ის კი... მოდიოდა ნელა, აუჩქარებლად, მალულად. ყველგან კვალს ტოვებდა, არ ინდობდა არავის, ვისაც კი მისწვდებოდა მუსრს ავლებდა, ანადგურებდა, მას სიკვდილის სამოსი ეცვა. სახელიც შესაფერისი ჰქონდა „კორონა“. დაღლილს ჰგავდა, ყველა ქვეყანა მოევლო, ძალას იკრეფდა. ბოლო გაჩერება საქართველო იყო, წალკოტი, ედემი, სადაც სიმშვიდე სუფევდა. ჩამოუარა ყველა კუთხეს, ვიღაცა შეაშინა, ვიღაცა დააფიქრა, ვიღაცა გასწირა.1,2,3....12 სიცოცხლე შეიწირა. ტკივილი...სიმწარე...კარანტინი...პირბადე...ხელთათმანი-აი რამ ჩაანაცვლა კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, კულტურული ღონისძიებები, მაგრამ... გვეყო სიმტკიცე, ნებისყოფა, სიფრთხილე, სიყვარული, ერთიანობა, ჩაკეტილი საზღვრები. იყო მონატრება, ერთმანეთის ნახვის სურვილი, ჩახუტება, თვითგვემა.

სიკვდილმა ვერ სძლია სიცოცხლეს, მტერმა- მოყვარეს, ბოროტმა-კეთილს. ძალა გამოელია კორონას, უკანასკნელად გაიბრძოლა. გადარჩა ქართული გენი, რომელიც კვლავ შეხვდება მრავალ გაზაფხულს, არა ნაცრისფერს, არამედ ფერადს, კაშკაშას, ნათელს.                                                       

დაგვას საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
რუსუდან ხარაზი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება