სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიხსენებ თქვენთან ერთად გატარებულ ძვირფას წლებს და გული მიჩუყდება“- ერედის საჯარო სკოლის პედაგოგის მილოცვა კურსდამთავრებულებს
20-05-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის, ერედის საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზ ზოლოშვილი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„კიდევ ერთი გამოშვება...კიდევ ერთი დაფრთიანებული კლასი, უსაყვარლესი და ულამაზესი ბავშვები... ოცნებები... სურვილები... იმედები... კიდევ ერთხელ თვალშევლებული ბავშვობა და სკოლის კედლებში გატარებული 12 ცრემლიან-სიხარულიანი წლის გახსენება, ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება. სიხარულით გახსენდებათ ერთად გადალახული სიძნელეები, კურიოზები, ექსკურსიები, ჩაშლილი გაკვეთილები, ზეიმები, ყოველდღიური შეხვედრებით გამოწვეული სიხარული. რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია რომ მთავრდება, თუმცა თითოეულმა თქვენთაგანმა კარგად იცით, რომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, ვიდრე აქამდე და უფრო რთული და საინტერესო ბარიერები გაქვთ გადასალახი. ვიხსენებ თქვენთან ერთად გატარებულ ძვირფას წლებს და გული მიჩუყდება... მინდა ყველა თქვენთაგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები, თქვენი ცხოვრების გზაზე, ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ. თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური. საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია. თქვენ ჩვენი სამშობლოს საიმედო მომავალი ხართ!!! გილოცავთ სკოლის დამთავრებას“,- წერს პედაგოგი ნარგიზ ზოლოშვილი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება