TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს ქვეყანა შენია“ - დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა
05-05-2020
-
+


„ეს ქვეყანა შენია“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორის, დარიკო ხვედელიძის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში X კლასელებმა მოაწყეს სხვადასხვა სახის აქტივობები.

„მოკლედ გაგაცნობთ ამ აქტივობების შესახებ:

1.პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ შემეცნებითი პრეზენტაცია სოფელ დარკვეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ. რითაც პოპულარიზაცია გავუწიეთ ჩვენი სოფლის ტურიზმის განვითარებას.

2.დარკვეთის საჯარო სკოლა ხშირად მართავს დასუფთავების აქციებს და არც ახლა აღმოჩნდა გამონაკლისი, პროექტის ფარგლებში დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

3.ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით სკოლის ექიმის დახმარებით ჩავატარეთ პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას გავაცანით დაინფიცირებისგან თავის დაცვის წესები. დავურიგეთ მათ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ნივთები და გავაცანით მათი მოხმარების პირობები.

4.დავგეგმეთ და ჩავატარეთ შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მთელი რეგიონის მასშტაბით. ქველმოქმედებიდან შემოსული თანხით შევიძინეთ საჩუქრები და ვესტუმრეთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნომერ მეთორმეტე სკოლა პანსიონს. ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩავატარეთ სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა შეჯიბრები და გასართობი თამაშები.

5.გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ ჯორჯიან მარგანეზის მიერ წარმოებულ პროექტში, გავიმარჯვეთ და პროექტი გვიფინანსებს შემეცნებით პრეზენტაციებს. პრეზენტაციები ჩატარდება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც.

6.ჯორჯიან მარგანეზის ინიციატივით, ასევე სკოლაში გაიხსნება თექაზე მუშაობის შემსწავლელი უფასო კურსები. სწავლების პროცესი წარიმართება დანადგარებით უზრუნველყოფილ ოთახში პროფესიონალ პედაგოგთან ერთად. პროფესიული სასწავლებლების თაოსნობით კი გაიხსნება ჭრა კერვის შემსწავლელი კურსები.
ამ პროექტის მისია მეტი განათლებული და მომავალზე ერუდირებული ბავშვების აღზრდაა.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ჩვენია და სიკეთე რომელსაც ვიქმთ, აუცილებლად გადაეცემა გარშემო მყოფ ადამიანებს და აღავსებს მათ დადებითი ემოციებით. მივესალმებით მსგავს პროექტებს და სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ყოველ ახალ წამოწყებაში.
დროა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა და ვაკეთოთ ჩვენი წილი სიკეთე“,- აღნიშნავენ პროექტში ჩართული მოსწავლეები.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება