| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ბუთქუნა მშენებლობაზე“ - ამ სათაურით გრძელდება „ბუთქუნასა“ და მისი მეგობრების საინტერესო თავგადასავალი. შემეცნებითი საკითხავის მესამე ნაწილს etaloni.ge ექსკლუზიურად გთავაზობთ. ეს წიგნი საშუალებას მოგცემთ კარანტინის პერიოდში არ მოიწყინოთ და ეს დრო თქვენს პატარებთან ერთად მხიარულად და ნაყოფიერად გაატაროთ.
„ბუთქუნა და მეგობრები“ - არის „ეტალონის“ ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიერ გამოცემული წიგნების სერია, რომელიც უკვე წლებია პოპულარობით სარგებლობს და ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ბუთქუნა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც ძალიან უყვარს თამაში და მხიარული თავგადასავლები. ბუთქუს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, რომელთა ნაწილს პირველ და მეორე ნაწილებში უკვე შეხვდით.
აღნიშნული წიგნების სერია გაყიდვაში აღარ არის, რადგან ტირაჟი სრულად ამოწურულია. სწორედ ამიტომაც, ჩვენი საიტი გაძლევთ შესაძლებლობას, ელექტრონულად გაეცნოთ ილუსტრირებულ წიგნს, წაუკითხოთ თქვენს ბავშვებს, დაათვალიერებინოთ ნახატები, ამოუბეჭდოთ გასაფერადებლები და მათთან ერთად დრო საინტერესოდ და სასარგებლოდ გაატაროთ.
გაიცანით მხიარული ბუთქუნა და მისი მეგობრები და გაგვიზიარეთ თქვენი პატარების შთაბეჭდილებები.
იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია და ჩამოტვირთეთ გასაფერადებლები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ