სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გახდება ცნობილი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შედეგები
16-08-2017
-
+


უმაღლეს სასწავლებელში აბიტურინეტთა ჩარიცხვის შედეგები აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი, თუმცა დაზუსტებით კონკრეტულ რიცხვს წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, - ამის შესახებ Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განუცხადა.

''უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურინეტთა ჩარიცხვის შედეგები აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი, (სექტემბერში არ გადავა), თუმცა დაზუსტებით კონკრეტულ რიცხვს წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის. როგორც იცით, სააპელაციო განაცხადების მიღება 11 აგვისტოს დასრულდა. განხილვის პროცესი კი სპეციალურმა კომისიამ ორშაბათს დაიწყო, ცოტა განაცხადია შემოსული, ჯამში - 1900-მდე. აპელაციების რაოდენობა დაახლოებით წინა წლის მსგავსია, შარშან 2000-მდე განაცხადი შემოვიდა. განაცხადების განხილვის პროცესი ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ამ თვის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუმცა, როგორც გითხარით, დაზუსტებით კონკრეტულ რიცხვს წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის'', - აღნიშნა ივა მინდაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება