სიახლეები
წიგნები

თავისუფალი დროის ნაყოფიერად ათვისებისთვის ამ 7 წიგნის წაკითხვას გირჩევთ
16-08-2017
-
+


არდადეგებისა თუ შვებულებებისას თავისუფალი დროის ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ათვისების ერთ-ერთი საუკეთესო გზა წიგნების კითხვაა. წიგნის შერჩევის პროცესს ხანდახან საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. Etaloni.ge გიმარტივებთ ამ პროცესს და გთავაზობთ არდადეგებსა თუ შვებულების დროს წასაკითხ წიგნებს.  

ემილი ბრონტე - ''ქარიშხლიანი უღელტეხილი''

ცნობილი ინგლისელი მწერალის, ემილი ბრონტეს წიგნი ''ქარიშხლიანი უღელტეხილი'' ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული. წიგნი პირველად 1847 წელს გამოაქვეყნეს ლონდონში და დღემდე უამრავი ადამიანის უსაყვარლესი ნაწარმოებია. რომანის კითხვისას მკითხველს ქარიშხალივით თავს დაატყდება ემოციები. წიგნში ყველა გრძნობაა გაერთიანებული: სიყვარული, შიში, სიძულვილი, ერთგულება, ღალატი, მეგობრობა, სიბრალული, სისატიკე,  ვნება. გარდა ამისა, წიგნში ნათლადაა ასახული, თუ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს გარემო პირობებმა ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, თუმცა წიგნის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვრაულია.

ჯორჯ ორუელი - ''1984'' 

დიდი ინგლისელი მწერლისა და ესსეისტის ჯორჯ ორუელის რომანი ''1984'' გამოქვეყნდა 1949 წელს. რომანი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფას და მექანიზმებს. ეს წიგნი გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო, გაფრთხილებით კი გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და მათთვისვე შეუმჩნევლად იქცევიან უსულო ავტომატებად.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - ''დიდი გეტსბი''

ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მის რომანს „დიდი გეტსბი“ - ამავე პერიოდის ინგლისურენოვან 100 საუკეთესო წიგნს შორის მეორე ადგილზე აყენებს. ეს არის ერთი მამაკაცისა და ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულების. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... ამ ერთგულებასა და უანგარობას სწორედ საყვარელი ქალის სანაცვლოდ ეწირება, თანაც ისე, რომ ქალის ცრემლსაც ვერ ეღირსება. ასე სრულდება დიდი გეტსბის ტრაგიკული სიყვარული. კაცისა, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი! ''დიდი გეტსბი'' იმ რომანებს განეკუთვნება, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და ბევრ საფიქრალსაც უჩენს მკითხველს.

სტენდალი - ''წითელი და შავი''

სტენდალის ''წითელი და შავი'' მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია. მკითხველი თავად აანალიზებს პოლიტიკის ლაბირინთებსა და ეკონომიკურ პროცესებში ადამიანთა ურთიერთობებს, რაც ფოკუსირდება ახალგაზრდა პროვინციელი გლეხის, ნიჭიერი ჟულიენ სორელის პიროვნებაში, რომელსაც საზოგადოებრივ კიბეზე წინსვლა სურს. ჟიულიენი მღვდლობისთვის ემზადება. მან ზეპირად იცის ლათინური ბიბლია და განსწავლულობით მდიდარი ბურჟუების ყურადღებას იმსახურებს. ერთ-ერთ ოჯახში ის ბავშვების აღმზრდელად იწყებს მუშაობას, თავისი მოსწავლეების დედა შეუყვარდება და სწორედ ამ ფაქტს მოჰყვება ვნებათაღელვებით სავსე თავგადასავლები. ჟიულიენის პიროვნებაში იწყება ადრინდელი ღირებულებების გადაფასება, რაც გამოამჟღავნებს მის სულში სულ სხვაგვარ მისწრაფებებსა და შინაგან მოწოდებებს.

ოსკარ უაილდი - ''დორიან გრეის პორტრეტი''

რომანის მთავარი გმირი - დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება. ავტორმა პარადოქსის წესით შეაბრუნა და მარადიულად აქცია ცოცხალი ადამიანი, ხოლო მისი ანარეკლი - პორტრეტი კი ისეთ ცვალებად და წარმავალ მოვლენად, როგორც თავად ცხოვრებაა. ამიტომაც ცხოვრების ნაკვალევი პორტრეტს ცვლის, დორიანს კი არა. მაგრამ საკუთარი სილამაზის ტრფიალი დორიან გრეი, რომელმაც ცხოვრება ერთიანად სიამოვნებად გადააქცია, საბოლოოდ ამორალური და შესაზიზღი ხდება, ბოროტმოქმედების ჭაობში იფლობა და იღუპება.

ონორე დე ბალზაკი - ''შაგრენის ტყავი'' 

ნაწარმოების მთავრი გმირი, გაკოტრებული ახალგაზრდა რაფაელ ვალენტინი გადაწყვეტს, თავი მოიკლას. მაგრამ მოულოდნელად იგი ხდება ფანტასტიკური შაგრენის ტყავის მფლობელი, რომელიც აძლევს მას განუსაზღვრელ შესაძლებლობას, შეისრულოს ყოველი სურვილი. თუმცა, სურვილის შესრულებისას, შაგრენის ტყავი იკუმშება და პატარავდება, რაც მისი სიცოცხლის შემოკლებას ნიშნავს. რაფაელი ცდილობს, შეაჩეროს მოახლოებული აღსასრული...

ჯეინ ოსტინი - ''სიამაყე და ცრურწმენა''

''სიამაყე და ცრურწმენა'' ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა ხელნაწერი უყურადღებოდ დატოვეს. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – ''გრძნობა და გონება'' გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. განსაკუთრებით მწერლის სამშობლოში – ინგლისში ჯეინ ოსტინიც და თვით ეს რომანიც უკვე კულტად იქცა. ეს არის რომანი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული კლასიკური ლიტერატურის ყველა მოყვარულს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება