სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლები დისტანციურ გაკვეთილებს სკოლიდან ატარებენ, მოსწავლეები კი ერთად იკრიბებიან - რატომ ვერ იცავენ კარანტინის რეჟიმს?
10-04-2020
-
+


როგორც etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლები ისევ დადიან და დისტანციურ გაკვეთილებს სკოლიდან ატარებენ.

როგორც სანდო წყარო გვიყვება, კარანტინის რეჟიმის დარღვევის მიზეზი ისაა, რომ პედაგოგებს სახლში ინტერნეტი არ აქვთ. ზოგიერთი მასწავლებელი კი კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს არ ფლობს. ორივე შემთხვევაში, მასწავლებლებს ონლაინ გაკვეთილების დამოუკიდებლად ჩატარება უჭირთ, სწორედ ამიტომ, სკოლაში მიდიან, იქ კი მოსწავლეებთან კომუნიკაციაში თანამშრომლები ეხმარებიან.

როგორც გავარკვიეთ, მხოლოდ მასწავლებლებს არ უწევთ სასწავლო პროცესის გამო სახლის დატოვება. მოსწავლეებს, განსაკუთრებით რაიონებში, არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ნაწილს საჭირო ტექნიკის უქონლობაც უშლის ხელს, მათ არ აქვთ არც კომპიუტერი და არც ტელეფონი, რის გამოც ახლოს მცხოვრებ თანაკლასელებთან მიდიან და ასე ერთვებიან დისტანციურ გაკვეთილებში.

როგორც აღმოჩნდა, საგანგებო რეჟიმის დროს მოსწავლეების ნაწილს არჩევანის გაკეთება უწევთ, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და დარჩნენ სახლში თუ დარჩნენ განათლების გარეშე?! საკუთარ თავს საფრთხეს უქმნიან მასწავლებლებიც.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 2 მარტს დაწყებული არდადეგები გაურკვეველი ვადით გახანგრძლივდა, სკოლებში, უსაფრთხოების მიზნით დეზინფექციები ჩატარდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სასწავლო პროცესი ვერ განახლდა.

შექმნილ სიტუაციაში რომ სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებლებს მოსწავლეებთან დასაკავშირებლად და გაკვეთილების ჩასატარებლად სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმა შესთავაზა. პედაგოგები ამ გამოწვევას პასუხისმგებლობით შეხვდნენ, დისტანციურმა სწავლა-სწავლების პროცესმა ბევრი მასწავლებლის და მოსწავლის მოწონება დაიმსახურა, თუმცა ინტერნეტის და ტექნიკური საშუალებების არ ქონის მიზეზით, ბევრი მოსწავლე აქტიურად ვერ ჩაერთო ონლაინ სწავლების პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დროულად მიიღო ზომები, რათა სასწავლო წლის სემესტრი არ ჩავარდნილიყო და ბავშვებს საჭირო ცოდნა დისტანციურად მიეღოთ, მოსწავლეები არათანაბარ პირობებში არიან და მათი განათლება პირდაპირ კავშირშია ფინანსურ შესაძლებლობებთან. უფრო კონკრეტულად კი, დისტანციურად სწავლაში ჩართულია ის, ვინც უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკით, ტელევიზორით, ტელეფონითა და ინტერნეტით. ვისაც ამის საშუალება არ აქვს, სწავლა დამოუკიდებლად ან სახლის დატოვებით - თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან მისვლით უწევთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება