სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკი“ აბიტურიენტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
04-04-2020
-
+


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა 30 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. რა კითხვებით მიმართავენ აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა.

გთავაზობთ, აპლიკანტების ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე საგამოცდო ცენტრის პასუხებს:

- როგორ მოხდება გრანტის გაცემა?

- გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა - ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

- უფასო საგანმაბათლებლო პროგრამები სად მოვიძიო?

- სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული (ე. წ. უფასო) პროგრამები ყოველ წელს ზაფხულში მტკიცდება მთავრობის მიერ. შესაბამისად, აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამები მოგვიანებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

- ჯერ თანხა უნდა გადავიხადოთ თუ რეგისტრაციის შემდეგ ვიხდით გამოცდაში მონაწილეობის საფასურს?

- ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურია (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარი. სისტემა არ მოგცემთ რეგისტრაციის ბოლომდე გავლის საშუალებას თანხის გადახდის გარეშე. გადახდის შესაძლო საშუალებები და სხვა დეტალები იხ. ბმულზე

- იმ შემთხვევაში, როცა პროგრამაზე სამი საგანი ბარდება, შესაძლებელია თუ არა დამატებით მეოთხე საგნის ჩაბარება?

- თუ პროგრამა არ ითხოვს, საგნის შედეგს ვერ გამოიყენებთ.

- ზოგიერთ პროგრამას, რომელიც ცნობარშია მითითებული, სარეგისტრაციო ველში ვერ ირჩევს აბიტურიენტი და რისი ბრალია?

- ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა ამ ეტაპზე გადის აკრედიტაციას. როგორც კი ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, თქვენ მოგეცემათ აღნიშნული პროგრამის არჩევის საშუალება.

იხილეთ ასევე: 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილება შევიდა

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა - ცვლილება ეხება სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებსაც


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება