სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

500 ლარიანი ჯილდო საკრებულოს თავმჯდომარისგან - მცხეთის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
28-02-2020
-
+


26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გამარჯვებულს თავისი ხელფასიდან 500 ლარი გადასცა. მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორის შორენა არჯევანიძის განცხადებით გამარჯვებულს სტიპენდია ცენტრისგანაც დაენიშნება.

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე, მცხეთის რესურსცენტრის უფროსი ბექა იორდანაშვილი, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი აღნიშნავს, რომ „ეტალონს“ მუდმივად გვერდში ედგება:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პრექტია და მუდმივად გვერდში ვუდგავარ. მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა ჩართული და თავის ცოდნას ავლენენ. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას, რომ ბავშვებს ამ შანსს აძლევს. გამარჯვებულს ვულოცავ და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ“.

მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორის შორენა არჯევანიძის თქმით, გამარჯვებულს სტიპენდია დაენიშნება:

„ღონისძიებამ ძალიან კარგად, ორგანიზებულად ჩაიარა. ჩვენი კულტურის ცენტრი დიდი ხანია პროექტთან თანამშრომლობს, წელს გამარჯვებულს სტიპენდიაც დავუნიშნავთ. ბავშვებს ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, „ეტალონის“ მოახლოებისას ყოველთვის განსაკუთრებულად მეცადინეობენ და ემზადებიან. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულს“.

გალავნის საჯარო სკოლის დირექტორი ელისაბედ ნავდარაშვილის შეფასებით, დღეს მოსწავლეებს შრომა დაუფასდათ:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების განათლებას. დღევანდელი დღე ჩვენი სკოლისთვის დიდი წარმატებაა. ვფიქრობ, რომ ბავშვების დაუღალავი შრომა დღეს ნამდვილად დაუფასდა. ასევე მასწავლებლებს მინდა გადავუხადო მადლობა, რომ თავს არ ზოგავენ და მოსწავლეების განათლებაში მთელს რესურსს დებენ. ელენეს ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას ცხოვრებაში.“

„მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ ელენე წიკლაურისთვის „ეტალონი“ მომავლის განვითარების საშუალებაა:

„ძალიან გახარებული ვარ, ჩემს ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემი სახელი და გვარი გავიგონე. „ეტალონი“ საშუალებას მაძლევს, რომ ჩემი მომავალი განვავითარო. ფინალისთვის განსაკუთრებულად მოვემზადები და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ“.

მეორე ადგილოსანი ხატია ხატისაშვილი პირობას დებს, რომ შემდეგ წელს აუცილებლად გაიმარჯვებს:

„ეტალონში“ მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. შემდეგ წელსაც აუცილებლად ვცდი და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებულიც გავხდები. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ.“

მცხეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გოხუა „ეტალონის“ დიდი ხნის მეგობარია:

„ჩემი სკოლა და „ეტალონი“ მეგობრები ვართ, ძალიან დიდი ხანია, რაც ვთანამშრომლობთ. ხატია დღეს მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მეცხრე კლასელია და ყველაფერი წინ აქვს, მჯერა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწევს. ბატონ გოჩას ვუხდი მადლობას ასეთი კარგი პროექტისთვის“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

ბაღები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩაერთვება

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური აკადემიური ჩართულობის ხელშეწყობას

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

მაღალი აკადემიური მოსწრების, პასუხისმგებლობისა და აქტიური სასკოლო ცხოვრებისათვის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, მაკარ ისაკიძემ სიგელები გადასცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება