სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში” ყოველი წამი გადამწყვეტია - ყველაზე მაღალი შედეგით ლენტეხში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
19-02-2020
-
+


18 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ლენტეხის N1  საჯარო სკოლაში ჩატარდა. პირველ და მეორე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა მიმდინარე სეზონზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 87 ქულა დააფიქსირეს, თუმცა გადამწყვეტი დრო აღმოჩნდა და სულ რამდენიმე წამიანი განსხვავებით „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასელი ზურაბ გაზდელიანი გახდა. მეორე ადგილი დაიკავა ამავე სკოლის ასევე მე-11 კლასის მოსწავლე ეკატერინე ბენდელიანმა, ხოლო მესამე ადგილზე - ჩოლურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე უშბა კვასტიანი გავიდა. 

ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ ქურასბედიანი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი მედიკო ხვისტანი, ლენტეხის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, მერიის და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე რეგიონში განათლების განსაკუთრებულ ტრადიციასა და მასში პეგადოდგებისა თუ მშობლების დიდ წვლილზე საუბობს: 

„ძალიან საინტერესო დღეა ლენტეხის ისტორიაში, რადგან ეს იყო ნიჭიერების ზეიმი. ლენტეხს ნამდვილად გამორჩეული პედაგოგიური კოლექტივი ჰყავს და გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებიც ყოველთვის მაღალი შედეგებს აღწევენ ეროვნულ გამოცდებზეც. დღევანდელმა ღონისძიებამ დაგვანახა, რომ ლენტეხის მოსწავლეებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ჩვენს რეგიონში განათლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მშობლებიც და სწავლისადმი განსაკუთრებული ტრადიცია გვაქვს. ამ თაობის შემხედვარეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად ბედნიერ და ლამაზ საქართველოში ვიცხოვრებთ.“

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ მოსწავლეების წარმატებისთვის დიდ როლს ასრულებს:

„ეტალონი“ ნამდვილად შესანიშნავი პროექტია და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს. ვფიქრობ, პროექტი ბავშვების მოტივაციისთვის ძალიან დიდ როლს ასრულებს, მოსწავლეები ცდილობენ მოემზადონ ღონისძიებისთვის, წაიკითხონ მეტი წიგნი და თავისი ცოდნის მაქსიმალურად ცდილობენ გამოვლენას. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ გვეხმარება ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაში“.

მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი მედიკო ხვისტანი „ეტალონის“ პროექტს მხარს უჭერს:

„წარმატებულად ჩაიარა „ეტალონის“ მეორე ტურმა. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. მოსწავლეები ამ დღისთვის თვეების განმავლობაში ემზადებიან ხოლმე. ბავშვები მაღალი ქულებით გამოირჩევიან. გამარჯვებული ძალიან კარგი ბავშვია, გამოირჩევა როგორც სწავლით, ასევე აქტიურობით. არა მხოლოდ გამარჯვებული, პირველ სამეულში გასული ყველა მოსწავლე კარგია. მე „ეტალონის“ მხარდამჭერი ვარ და ძალიან ვაქტიურობ, რომ ეს პროექტი შენარჩუნდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მთიანი რეგიონია, მოწყვეტილი ვართ დიდ ქალაქებს და აქ იშვიათია მსგავსი პროექტები. „ეტალონი“ ხელს უწყობს ბავშვებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ცოდნის გაზიარებას“.

ლენტეხის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა „ეტალონში“ ლენტეხის მოსწავლეების აქტიურ ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეტალონი“ ყველაზე ეროვნული და მოსწავლეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია, რასაც ყოველწლიურად ჩართულობის მაჩვენებელიც მოწმობს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და მთელ გუნდს, რათა მოსწავლეებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ. ბავშვები ყოველწლიურად აქტიურად ემზადებიან „ეტალონის“ რეგიონალური ტურისთვის და აქვთ მოტივაცია გახდნენ ქვეყნის „ეტალონი მოსწავლეები“. მიხარია, რომ ლენტეხში მიმდინარე სეზონზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 87 ქულა  დაფიქსირდა. ვულოცავ გამარჯვებულს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ.“

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი ბედნიერია, რომ პირველი და მეორე ადგილი მისმა მოსწავლეებმა დაიკავეს:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ბავშები თავისი ცოდნის მობილიზებას ახდენენ, ყოველთვის ენთუზიაზმით არიან ჩართულნი. დღევანდელი ფინალისტების წარმატება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან ნამდვილად გამორჩეული მოსწავლეები არიან. მომავალშიც მაქვს მათი წარმატების იმედი. ბატონ გოჩას მადლობას ვუხდი, რათა ბავშვებს თავის გამოვლენის საშუალებას აძლევს. ჩემი სკოლა ყოველთვის აქტიურად იქნება ჩართული „ეტალონში“.


„ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ ლენტეხის N1 საჯარო სკოლის  მოსწავლე ზურაბ გაზდელიანი  გახდა. ის პირობას დებს, რომ ფინალისთვის განსაკუთრებულად მოემზადება:

„მადლობას ვუხდი „ეტალონის“ ორგანიზატორებს თავის გამოჩენის საშალება რომ მომეცა. მეორე ტურში გადასვლა ძალიან გამიხარდა. ჩემი სახელი და გვარის გაგონება მოულოდნელი იყო, თუმცა იმედი მაინც ყოველთვის მქონდა, რომ ათეულში დამასახელებდნენ. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, ფინალისთვის აუცილებლად განსაკუთრებულად მოვემზადები“.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
კონკურსებს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური
 

„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მისალოცი სიტყვები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება