სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

დამშვიდდი, ცხოვრება გრძელდება, ყველაფერი კარგად იქნება, სხვებმა რაღა თქვან? - 10 ფრაზა, რომლებიც პანიკაში მყოფ ადამიანებთან არ ჭრის
19-02-2020
-
+


ნეგატიური ემოციები, შიში და შფოთვა ყველას გამოგვიცდია. ასეთ დროს ვცდილობთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და გამამხნევებელი ფრაზები ვუთხრათ. ძალიან ძნელია პანიკაში მყოფ ადამიანთან საჭირო სიტყვები იპოვო, თუმცა არის რამდენიმე ფრაზა, რომლებიც დანამდვილებით არ მუშაობს და ხშირად საპირისპირო შედეგს იწვევს: 

ყველაფერი კარგად იქნება

ყოჩაღ, ამაზე ბანალურს ვეღარაფერს მოიფიქრებდი! შეგიძლია ამის გარანტია მისცე? ასეთ დროს არავის შველის იმის მოსმენა, რომ ხვალ ახალი დღე გათენდება და მზე ისევ ამობრწყინდება.



პანიკას არ აყვე

"ხუმრობ? მართლა გგონია, რომ ამას ჩემი დამშვიდება შეუძლია"? - აი, რას ფიქრობს ადამიანი, რომელსაც თქვენ პანიკური შეტევისას ამ სიტყვებით ამშვიდებთ.



სხვებმა რაღა თქვან?

ამ ფრაზით თქვენ ეუბნებით ადამიანებს, რომ მათი პრობლემა არც ისე სერიოზულია და სხვებს უფრო დიდი სადარდებელი აქვთ. აბა, დაფიქრდით, რამდენად ლოგიკურია ასე მოქცევა?

არ გრცხვენია?

ადამიანი, რომელიც ნეგატიურ ემოციებს განიცდის, ისედაც აკრიტიკებს საკუთარ თავს, ფიქრობს, რომ სამარცხვინო და უსარგებლოა, თქვენ კი ამ ფრაზით, ფაქტობრივად, უდასტურებთ, რომ სამარცხვინოდ იქცევა. გარდა ამისა, რას ხედავთ სამარცხვინოს სხვების ემოციებში?


წარმომიდგენია

არა! პანიკაში მყოფ ადამიანს არ სჯერა, რომ თქვენ თავი მის ადგილას წარმოგიდგენიათ, თქვენ არ გრძნობთ იმავეს და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ფრაზა შეიძლება ადამიანისთვის შეურაცხმყოფელიც კი იყოს და თქვენ მათი განცდები დააკნინოთ. ამას ჯობია, უთხრათ - ცხადია, თქვენ მისი არ გესმით, მაგრამ ყველაფერს გააკეთებთ, რომ დაეხმაროთ.

დამშვიდდი

აი, ნამდვილი აფეთქება, ალბათ, ამ ფრაზის შემდეგ დაიწყება: "ვის ამშვიდებ"? "რა მჭირს დასამშვიდებელი"? "ანუ უკვე შეწუხდი"?



ცხოვრება გრძელდება

ანუ კი ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ ამას არაფერი ეშველება, რადგან ცხოვრება გრძელდება? მოდით, ეს ფრაზაც დაივიწყეთ!

მე მესმის შენი

ხომ შევთანხმდით, რომ თქვენ არ გესმით პანიკაში მყოფი ადამიანის?! ამის ნაცვლად ჰკითხეთ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ?

მარტო არ ხარ

ეს არც ისე ცუდია, მაგრამ დიდი ვერაფერი შვებაა. სამწუხაროდ, თქვენი პრობლემები არსად წავა, თუ ის კიდევ ასობით ადამიანს ექნება.  

შენ ძლიერი ხარ

ვის სჭირდება? ემოციები სისუსტე არ არის. თანაც პანიკაში მყოფი ადამიანი თავს ძლიერად ნამდვილად არ გრძნობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება