სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორთა ახალი პროფესიული სტანდარტი შემუშავდა - როდის გამოქვეყნდება და რას მოიცავს დოკუმენტი?
31-01-2020
-
+


დირექტორთა ახალი პროფესიული სტანდარტი უკვე მზად არის და დღეს დამტკიცდება - აღნიშნულის შესახებ განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განაცხადა. 

„დღეს დამტკიცდება დირექტორთა ახალი პროფესიული სტანდარტი და ეს სტანდარტი სავარაუდოდ, 3 თებერვალს იმ ყველა ლიტერატურასა და დამხმარე მასალასთან ერთად გამოქვეყნდება, რაც დირექტორთა სერტიფიცირებისთვის არის საჭირო“, - აღნიშნა დგებუაძემ. 

რა ბედი ელით იმ დირექტორებს, რომლებიც აღნიშნულ ახალ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ? - ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილე გვპასუხობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი უშუალოდ მოქმედი დირექტორების ჩართულობით შემუშავდა. 

„პროფესიულ სტანდარტში აღწერილია ყველა ის პროცესი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ სასწავლო პროცესის დროს იცოდეს დირექტორმა. დოკუმენტში საუბარია უფლებებზე, პროცესის მართვის შესახებ და ა.შ.

უნდა ითქვას რომ ახალი სტანდარტი შემუშავებულია არსებული მოქმედი, გამოცდილი დირექტორების ჩართულობით. რადგან თავად ძალიან კარგად იციან რა ღირებულებები რა მნიშვნელოვანი კომპონენტები უნდა იყოს გათვალისწინებული და რა ცოდნას უნდა ფლობდნენ დირექტორები. 

აღსანიშნავია, რომ არსებულ და მოქმედ დირექტორებს გავლილი აქვთ ძალიან ბევრი ძალიან კვალიფიციური სატრენინგო მოდულები. აქვე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ითქვას რომ სერტიფიცირებული დირექტორებისთვის ჩვენ ასევე ვგეგმავთ სატრენინგო პროგრამის ჩატარებას, სანამ ისინი ხელახლა წარდგებიან სკოლებში დირექტორად ასარჩევად“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

იხილეთ ასევე: განათლების სამინისტრო დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებას იწყებს - ვადები და პროცედურები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება