სიახლეები
ეტალონი

„მუდმივად იზრდება იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც სურთ „ეტალონში“ მონაწილეობა“ - ხაშურში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
29-01-2020
-
+


28 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 21 თებერვალს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

ხაშურის მერიის წარმომადგენელი კონსტანტინე ფრუიძე:

ყველგან ორგანიზებულად ჩაიარა ტესტირების ეტაპმა. მეორე ტურზეც ჩვენი მხრიდან აქტიური ჩართულობა იქნება. ძალიან დიდიხანია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ, ყოველთვის მასშტაბურად იმართება ხაშურში, ბავშვების აქტიურობაც და შედეგებიც მაღალია ხოლმე. „ეტალონის“ გამარჯვებულს კი მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, ​ხაშურქალაქობის დღესასწაულზე, დიდი აუდიტორიის წინაშე ლეპტოპით ვაჯილდოებთ და ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა უკვე. 

სურამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ჟანა ტაბატაძე:

კმაყოფილი ვარ შედეგებით. ბევრმა ბავშვმა მოინდომა, რომ მონაწილეობა მიეღო ტესტირებაში. ვთვლი, რომ კარგად გაართვეს თავი. იმედი მაქვს, მეორე ეტაპზეც თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოაჩენენ. ძალიან საინტერესო პროექტია „ეტალონი“ არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ - მასწავლებლებისთვისა და მშობლებისთვის. ყველა ერთობლივადაა ჩართული და ამიტომ არის კარგი და მისასალმებელი ასეთი პროექტის არსებობა.

სურამის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა შუბითიძე:

კმაყოფილი ვარ მეც და ბავშვებიც. რამდენიმე მაღალქულიანი მოსწავლეც გვყავს. მეორე ტურისთვის უფრო მოტივირებულები იქნებიან ბავშვები, ყოველთვის მოსწონთ ხოლმე „ეტალონი“. ფინალში არ გასულან ჩვენი მოსწავლეები, მაგრამ მაინც ყოველთვის კმაყოფილები არიან. მუდმივად იზრდება იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც სურთ მონაწილეობის მიღება. 

წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორი მზია კაპანაძე:

გაოცებულია ჩვენი სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი, ძალიან მაღალი შედეგი აჩვენეს ბავშვებმა. კმაყოფილები არიან თვითონაც და მასწავლებლებიც. ძალიან საჭირო პროექტია „ეტალონი“, მოსწავლეებს აძლევს განათლებას, ცოდნასა და მოტივაციას შემდგომი წარმატებისთვის. უკეთ ხედავენ, რაში არიან სუსტები, რაში - ძლიერები და ცდილობენ, მომდევნო ეტაპისთვის უკეთესები გახდნენ.

წაღვლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ხონელიძე:

6-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ტესტირების პირველ ეტაპზე. საკმაოდ კარგი შედეგები დაფიქსირდა. მეორე ტურზე განსაკუთრებით მერვე კლასის მოსწავლეების იმედი მაქვს და პოზიტიურად ვარ განწყობილი. ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებენ „ეტალონიდან“ ბავშვები. სურვილი გვაქვს სამომავლოს უფრო დაბალი კლასებისთვისაც იყოს ჩართვა შესაძლებელი. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავტვირთოთ ჩვენი მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურით და მიმართულება მივცეთ თუ რა შეიძლება გამოადგეთ ტესტირების დროს.

ნაბახტევის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ნოზაძე:

არაჩვეულებრივად ჩაიარა ტესტირების ეტაპმა. რაც მთავარია, ბავშვებს მოსწონთ ეს ყველაფერი და ხალისით ჩაერთნენ. ვნახოთ, როგორი შედეგები იქნება მეორე ტურში. „ეტალონი“ მოტივაციას უმაღლებს ბავშვებს და სასკოლო საგნების მიმართაც მეტი ინტერესი უჩნდებათ.

ნაბახტევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მერი ლობჟანიძე:

კარგი შედეგები იყო პირველ ეტაპზე. საინტერესო ტესტები იყო და ძალიან მოგვეწონა. ძალიან საინტერესო და შემეცნებითი პროექტია „ეტალონი“ და ვთვლით, რომ მოსწავლეების მოტივაციას ამაღლებს.

წრომის საჯარო სკოლის დირექტორი ნანული პაპუაშვილი:

ყველა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, ვინც იყო დაფიქსირებული ტესტირებაზე. „ეტალონი“ არის მუდმივი ძებნის პროცესი მოსწავლისთვის, გამოწვევაა ყოველთვის და მასწავლებელიც ფეხდაფეხ უნდა მიყვეს, ყველაფერი უნდა მისცეს ბავშვს, რომ საკუთარი ცოდნის რეალიზება შეძლოს. მომდევნო ეტაპზე ორი ფავორიტი მოსწავლე მყავს და პოზიტიური მოლოდინი მაქვს.

წრომის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სოფიო ბორცვაძე:

2 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში. ბავშვებს ძალიან მოეწონათ ტესტები. „ეტალონი“ ლოგიკურ აზროვნებას ასწავლის მათ და ზოგადი უნარებიც უვითარდებათ. მომდევნო ეტაპისთვის პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ორივე კარგი მოსწავლეა ყველა საგანში და მათი იმედი გვაქვს.

ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე:

ვჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი მოსწავლეების შედეგებით.  ვნახოთ რამდენი გადავა მომდევნო ეტაპზე. საინტერესო და საჭირო პროექტია „ეტალონი“. მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ერთვებიან და მასწავლებლებიც კმაყოფილები არიან.

ხაშურის N7 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა გელაშვილი:

ძალიან საინტერესო იყო ტესტები. კარგად იმუშავეს ბავშვებმა. საკმაოდ მაღალი ქულები გვაქვს და ძალიან კმაყოფილები არიან მოსწავლეებიც. მომდევნო ეტაპზე ყველას იმედი მაქვს, რადგან საკმაოდ მაღალი ქულები დააგროვეს ბავშვებმა. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“ და ძალიან კარგია, რომ წელს ონლაინაც ჰქონდათ ტესტირების გავლის შესაძლებლობა. სხვა ეფექტი აქვს, ქულას იქვე რომ ნახულობ. ძალიან კარგი პროექტია და კიდევ ერთი საფეხურია ბავშვებისთვის. კარგი იქნება თუ დიდხანს გაგრძელდება.

ხაშურის N8 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხიჩაკაძე:

ნორმალური შედეგები იყო, თუმცა მომავალში უკეთესს ველოდებით. ძალიან საჭირო პროექტია „ეტალონი“. ზოგად განათლებას ამოწმებს მოსწავლეებში და რაც მთავარია, მოტივაციას უმაღლებს მათ, უჩენს სურვილს, რომ უკეთეს შედეგს მიაღწიონ.

ხაშურის N8 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნუგეშა ხერხეულიძე:

ძალიან ორგანიზებულად ჩაიარა ყველაფერმა. ელექტრონულმა ტესტირებამ მეტად გაგვიმარტივა პედაგოგებს ეს საქმე. იყვნენ ბავშვები, 80 ქულაზე მეტიც რომ მიიღეს. უმეტესობამ გადალახა ბარიერი. მეორე ეტაპზე გვაქვს კარგი მოლოდინები, კარგი ბავშვები არიან. ძალიან საჭირო პროექტია „ეტალონი“, უფრო მეტ სტიმულს აძლევს ბავშვებს. „ეტალონის“ მეორე პროექტი izrune.ge-ც ძალიან მომწონს და იქაც აქტიურად არის ჩვენი სკოლა ჩართული.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3 და 4 ივლისს ჩაატარებენ

განათლების ახალი მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს - „მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ“

გამოცდაზე მაინც დაგიშვებენ, თუ პირადობა დაგრჩათ... - განახლებული ინფორმაცია NAEC-ისგან

განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

“სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს„

მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა
 
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება