სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები ცნობილია - იხილეთ აპელაციის ვადები
23-01-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. 

საკუთარი შედეგის გადამოწმება მოსწავლეს შეუძლია შემდეგ ბმულზე: 

ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 ოლიმპიადის მონაწილეს შორის. 

იხილეთ: 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გამსვლელი ქულები

შედეგების გასაჩივრება მოსწავლეს შეუძლია 24 იანვრიდან 27 იანვარის 18:00 საათამდე. საპრეტენზიო განაცხადი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება და ის ოლიმპიადის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.

აპელაციის განაცხადის ფორმა

ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი. აპელაციის პროცესის შემდეგ მესამე ტურში გამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.

ასევე გაეცანით: 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება