სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ არის მონაპოვარი“ - დმანისში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
22-01-2020
-
+


21 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

4 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი:

ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ბავშვები მომზადებულები იყვნენ. მე თვითონ იფნარის სკოლაში ვაკვირდებოდი პროცესს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არაქართულენოვანი სკოლებისთვის უცხოა ეს ტესტირებები და ბავშვებიც გახარებულები და გაკვირვებულები იყვნენ. მეორე ეტაპისთვის დადებითი მოლოდინები გვაქვს. ჩვენი მასწავლებლები და მოსწავლეებიც ძალიან აქტიურად არიან  ჩართულები. ბევრი შეტყობინება მომდიოდა ბავშვებისგან, როდის გავიგებთ შედეგსო. ელოდებიან მეორე ეტაპს.

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტია. ჩვენი ბავშვებისთვის ეს არის მონაპოვარი. დასაფასებელია „ეტალონის“ შრომა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფიკო ავალიანი:

პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. მომდევნო ეტაპზეც ყველაფერს გავაკეთებთ. „ეტალონი“ ძალიან კარგი და საჭირო პროექტია, რადგან ახალგაზრდებისთვის და მათი განვითარებისთვის კეთდება ყველაფერი.

მაშავერას საჯარო სკოლის დირექტორი დალი ასლანიშვილი:

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვების აქტიურობა, მონდომება და სურვილი ძალიან მაღალი იყო. კარგი შედეგები აჩვენეს. მომდევნო ეტაპისთვის აქტიურად მოვემზადებით. ზოგიერთი მოსწავლე პირველად მონაწილეობდა და აღტაცებული დარჩა. ძალიან კარგი პროექტია, ტესტებიც ძალიან კარგია და თქვენი საიტიც. ყველაფრით კმაყოფილი ვართ.

მაშავერას საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მადონა მოსეშვილი:

წარმატებით ჩაიარა პირველმა ეტაპმა. 15 მონაწილე დარეგისტრირდა, 14 გამოცხადდა და მიიღო მონაწილეობა. ტესტები იყო ძალიან საინტერესო. თავი კარგად გაართვეს მოსწავლეებმა. ვნახოთ, რეიტინგული ქულებით როგორი შედეგი გვექნება რაიონის მასშტაბით. აქტიურად ველოდებით მომდევნო ეტაპს. პროექტი ძალიან საინტერესოა. თავიდანვე ჩავერთეთ, როგორც კი აღმოვაჩინეთ. ბავშვებს მოტივაცია უჩნდებათ, რომ შემდგომში მეტად ჩაერთონ და გაართვან თავი ამ ყველაფერს. გაკვეთილები უფრო საინტერესო ხდება ტესტირების მერე, რა კითხვაც არ იციან, გაკვეთილზე აანალიზებენ შემდეგ.

გუგუთის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ურუმაშვილი:

ორი მოსწავლეა სკოლაში და ორივემ მიიღო მონაწილეობა. ერთმა 52 ქულა დააგროვა და ერთმა - 21. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია.

დმანისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბეჟუაშვილი:

ძალიან კარგად ჩაიარა. მომდევნო ეტაპისთვის მაქსიმალურად ჩავერთვებით და მოვემზადებით. ძალიან კარგი პროექტია და წარმატებას ვუსურვებ „ეტალონს“. სკოლაც კმაყოფილია და მოსწავლეები ჩართულები არიან.

დმანისის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ფიქრია ხორბალაძე:

ძალიან კარგად შევაფასებდი პირველ ეტაპს. წელს მეტი მონდომება გამოიჩინეს ჩვენმა მოსწავლეებმა. სიახლეც გვქონდა, აზერბაიჯანულენოვანმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა. იმედი მაქვს, მომდევნო ეტაპზე გამარჯვებულები ვიქნებით ან სამეულში მაინც მოვხვდებით. ძალიან საჭირო პროექტია „ეტალონი“. მხარს ვუჭერ და ძალიან მომწონს. ბავშვებსაც მოტივაცია უფრო მაღალი აქვთ. ინტელექტის ამაღლებას უწყობს ხელს.

დმანისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინესა მანელოვა:

ძალიან კმაყოფილი ვართ პირველი ეტაპით. ძალიან კარგი ტესტები იყო. პროექტსაც მხარს ვუჭერთ და სიამოვნებით ვერთვებით ყოველთვის. კარგი გამოცდილება იყო მოსწავლეებისთვის. ყველამ ვერ გადალახა, მაგრამ დაინტერესებული და მობილიზებული იყო ყველა. ზოგიერთი საკითხი, რაც არ იცოდნენ, შემდეგ გაარკვიეს.

დმანისის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ანა ავალიშვილი:

ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ და შედეგებიც კარგია. მომდევნო ეტაპისთვის ძალიან აქტიურად ემზადებიან.  izrune.ge-ზე შევიდნენ და იქაც მეცადინეობდნენ. „ეტალონი“ ძალიან საჭირო პროექტია. ბავშვებს მეტ სტიმულს და ინტერესს უჩენს სწავლისადმი. აი, მაგალითად, ძალიან დიდი სურილი ჰქონდათ, გაეგოთ, რას ვერ უპასუხეს.

ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბეჟანიშვილი:

ძალიან კარგი იყო. ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ. გადაამოწმეს საკუთარი თავები და მუშაობის პრინციპიც ძალიან მოეწონათ. შემიძლია შეგაქოთ თქვენ მიერ გამოგზავნილ ტესტებზე.

მეორე ეტაპს იმედიანად ვუყურებთ, რადგან მოსწავლეებმა გადალახეს პირველი ეტაპი და მონდომებულები არიან. დიდ მოწონებას იმსახურებს „ეტალონი“ ჩვენს სკოლაში. მაღალმთიანი სკოლებისთვის შეღავათებია და მადლობა გვინდა გამოგიცხადოთ.

ბოსლების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ფოლადიშვილი:

კარგად ჩაიარა ტესტირებამ. ძალიან კმაყოფილი ვარ. თვეში ერთხელ რომ ტარდებოდეს მსგავსი ტესტირება, უფრო კარგი იქნებოდა. მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ ჩვენი მოსწავლეები, 70, 85 ქულებიც კი აიღეს. შეიძლება, ჩვენი მოსწავლეც კი გახდეს „ეტალონი მოსწავლე“. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ყველაფრისთვის, რადგან ეს ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.

იაღუფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ვაგიფ მუსაევი:

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საინტერესო იყო. მომდევნო ეტაპისთვისაც აქტიურად მოვემზადებით. მხარს ვუჭერთ ამ პროექტს.

იაღუფლოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინა ასლამაზაშვილი:

ძალიან კარგად ჩაიარა, კმაყოფილები ვართ. კარგი შედეგი ჰქონდათ მოსწავლეებს. მომდევნო ეტაპისთვის კარგი მოლოდინები გვაქვს. ისევ მე უნდა მოვამზადო მოსწავლეები. იმედია, იქაც კარგ შედეგს დადებენ. მნიშვნელოვანი პროექტია, ბავშვები უფრო მოტივირებულები არიან, აინტერესებთ, რა თემას გავივლით. ელოდებიან დიდი იმედით, როდის ჩატარდება მომდევნო ეტაპი. ძალიან გახარებულები იყვნენ ტესტირების შემდეგ.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება