სიახლეები
საინტერესო

10 საუკეთესო YouTube არხი, საიდანაც დაუჯერებელ სამეცნიერო ფაქტებს შეიტყობთ და ინგლისურსაც ისწავლით
22-01-2020
-
+


იმისთვის, რომ ინტერნეტში დრო უაზროდ არ დაკარგოთ, უამრავი საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მათგანი YouTube-ზე ვიდეოების ყურებაა. რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ვიდეოებს, არა საყვარელი ცხოველებით ან სასაცილო მომენტებით, არამედ ნამდვილად ხარისხიან და სასარგებლო კონტენტს.

ამჯერად „ეტალონი“ გთავაზობთ 10 YouTube არხს, რომელიც დაგეხმარებათ დაუჯერებელი სამეცნიერო ფაქტები შეიტყოთ და ინგლისურიც ისწავლოთ, რადგან ყველა ვიდეოს შესაბამისი სუბტიტრები ახლავს.

Vsauce

არხის ავტორი, მაიკლ სტივენსი, პასუხობს შეკითხვებზე: „რა ფერისაა სარკე“, „რატომ ვგრძნობთ უხერხულობას“, „რა არის შემთხვევითობა“... ხშირად თქვენ კითხულობთ ვიდეოს სახელწოდებას და ფიქრობთ, რა სისულელეა, როგორ შეიძლება სარკეს ჰქონდეს ფერი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ყურებას იწყებთ, ყველაფერი ნათელი და გასაგები ხდება.




Minutephysics

Vsauce -სგან განსხვავებით ამ არხზე ვიდეოები ძალიან პატარაა, დაახლოებით, 1-2წთ. ავტორი აქაც ისეთ შეკითხვებზე გვპასუხობს, რომლებიც, ერთი შეხედვით, სულელური გვეჩვენება: „რატომ არის ღამე ბნელი“, "რატომ არ შეიძლება პიანინოს კიდევ უფრო დახვეწა“, მაგრამ ამას ძალიან საინტერესო ფორმით აკეთებს.



MinuteEarth

თუ გსურთ დედამიწის შესახებ უფრო მეტი შეიტყოთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არხზე ჩვენი მშვენიერი პლანეტის შესახებ. თითოეული ვიდეო მულტფილმის სახითაა დამზადებული და მას შესაფერისი ხმა ახმოვანებს.



Veritasium

ეს არხი ძალიან მრავალფეროვანია. აქ შეიძლება იპოვოთ ვიდეოები ფილოსოფიურ თემებზე და სამეცნიერო საკითხებზე. ავტორი ხშირად მოგზაურობს. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში ის იმყოფება მსოფლიოს ყველაზე წყნარ ოთახში, სადაც შეგიძლიათ თქვენი სისხლის მიმოქცევის ხმაც გაიგოთ.



Physics Girl

ამ არხის ავტორი გოგონაა, რომელიც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან ინტერვიუებს იღებს. ერთ-ერთ ვიდეოში მისი რესპონდენტი სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც ახალი პლანეტის აღმოჩენის პერსპექტივაზე საუბრობს. ავტორი სვამს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა, რა ფერისაა მზე, რატომ არის მცენარეები მწვანე და იღებს ძალიან საინტერესო და სახალისო პასუხებს.



Numberphile

ეს არხი მათემატიკას ეძღვნება. აქ არ არის მხოლოდ ერთი ავტორი, ისინი ბევრნი არიან და ყველა იმაზე საუბრობს, რაშიც ერკვევა. ასე რომ, თუ გაინტერესებთ, რა არის განსაკუთრებული რიცხვ 383-ში, რაზეც არასდროს გიფიქრიათ, ამ YouTube არხის ყურება ნამდვილად ღირს.



Sixty Symbols

ეს არხი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც მეცნიერებით სერიოზულადაა დაინტერესებული. თერმოდინამიკის კანონი, შავი ხვრელი, ყველაფერი, რაც ნამდვილმა მეცნიერმა უნდა იცოდეს.



Crash Course

ფილოსოფია, ლიტერატურა, ეკონომიკა, პოლიტიკა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც ამ არხიდან შეიტყობთ.



AsapScience

ვიდეოების დიდი ნაწილი ამ არხზე პრაქტიკულ საკითხებს ეძღვნება: რა გვეხმარება ნაბახუსევიდან გამოსვლაში, რომელი დიეტა მუშაობს ყველაზე უკეთ, როგორ არ მოვხვდეთ საცობში, რა მოსდის თქვენს სხეულს, როცა მოწევას თავს ანებებთ და სხვ.



It's Okay To Be Smart

როგორ ინარჩუნებს სითბოს იგლუ, შეუძლიათ თუ არა მცენარეებს ფიქრი - ასეთ შეკითხვებზე ავტორი მარტივად და საინტერესოდ გვპასუხობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საცდელი ტესტირება დილის 10 საათიდან დაიწყება - NAEC

ცნობილია, სად ჩატარდება 2025 წლის გამოცდები

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სასწავლო წელი დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინონ პედაგოგებმა პირველკლასელებთან დაკავშირებით

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
უჩვეულო „ბოლო ზარი“ და ისტორიის ახალი ფურცელი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
საინტერესო

რა უპირატესობა აქვს ხელით წერას გაჯეტებთან შედარებით და რა უნარებს ავითარებს ის ბავშვებში

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

სიახლეები
საზოგადოება