სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ შეიძლება გამოიმუშაოს მასწავლებელმა მილიონი დოლარი? - ამერიკელი პედაგოგის წარმატებული იდეა
28-01-2020
-
+


ბევრი მასწავლებელი თავისი ანაზღაურებით უკმაყოფილოა, რის გამოც მათ უწევთ, რეპეტიტორებად იმუშაონ. თუმცა პედაგოგებს დამატებითი შემოსავლის მიღება სხვა გზებითაც შეუძლიათ.

„ეტალონი“ მოგიყვებათ, როგორ გამოიმუშავა ამერიკელმა მასწავლებელმა მილიონი დოლარი თავისი სასწავლო პროგრამის გაყიდვით და როგორ შეიძლება გააკეთოს ეს ქართველმა მასწავლებელმა? - მილიონერი პედაგოგის ამბავს ყურადღებით გაეცანით: 

ამერიკელ პედაგოგს რეიჩელ ლინეტი ჰქვია. მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თავისი მეთოდი ამერიკულ საიტზე გაყიდა, სადაც მასწავლებლები ერთმანეთს სასწავლო გეგმებს, სახელმძღვანელოებს და ყველა იმ რესურს უზიარებენ, რაც შეიძლება სასწავლო პროცესში გამოიყენონ. პროექტი, რომელიც დაიწყო, როგორც მარტივი იდეა, სადაც მასწავლებლები თავიანთ საგაკვეთილო გეგმებს ცვლიდნენ, რომელთა ღირებულებაც, დაახლოებით, 4-5 დოლარია, მალევე გადაიქცა მზრუნველი და კრეატიული მასწავლებლების, ტრენერებისა და ქოუჩების უზარმაზარ ინტერნეტრესურსად.

როგორ გააკეთა ეს რეიჩელმა?

ნამდვილ მასწავლებელს ყოველთვის ებადებათ იდეები, როგორ უნდა გახადონ გაკვეთილები უფრო საინტერესო, ხალისიანი და დაეხმარონ მოსწავლეებს ისეთი ცოდნის მიღებაში, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ. ყველა ეს შეკითხვა პასუხს მოითხოვს, ახალგაზრდა მასწავლებელს კი ასეთი კითხვები უფრო მეტი აქვთ. რეიჩელმა გადაწყვიტა, უბრალოდ გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება სხვა მასწავლებლებისთვის, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი მისი სამუშაო ბარათები გახდა, რომლებზეც მისი შემუშავებული დავალებები ეწერა. მასწავლებლები ძალიან დაკავებული ადამიანები არიან, ამიტომ ხარისხიანი სასწავლო მასალები მათ დროს მნიშვნელოვნად ზოგავს. ასევე, რეიჩელი შეეცადა თავის მასალებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობაც ჩაედო, რამაც შესაძლებელი გახადა მის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა მილიონად გაეყიდა.

რაც შეეხება საქართველოს

ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლები არანაკლებ კრეატიულები არიან, მაგრამ ყველას არ შეუძლია, ისაუბროს თავის მეთოდოლოგიურ მიგნებებზე, მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და კონფერენციებში. ყველამ არ იცის, რომ შეუძლია გაყიდოს მისი შექმნილი იდეები ან კოლეგებს მიაწოდოს, რომ ჩვენი განათლების სისტემა კიდევ უფრო თანამედროვე და მოქნილი გახდეს. თუმცა ამის გაკეთება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება, მთავარია იდეა, რომელიც კარგად გაიყიდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება