სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კარგი მასწავლებლის 5 ნიშანი - თქვენ, ყველა თვისება გაქვთ?
05-01-2021
-
+


კარგი მასწავლებელი - სავარაუდოდ, მთავარი ნიშანია, რომლის მიხედვითაც ჩვენ სკოლას ვირჩევთ. მაგრამ როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

კარგი მასწავლებელი შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი: ასაკოვანი კეთილი გულით ან ახალგაზრდა წარჩინებული კურსდამთავრებული, მაგრამ ის პირველ რიგში უნდა იყოს კარგი ადამიანი, კომპეტენტური, ადეკვატური და შეეძლოს მოსწავლეებისთვის ცოდნის გაზიარება.

​გთავაზობთ კარგი მასწავლებლის 5 ნიშანს:

კარგი მასწავლებელი ხშირად სვამს კითხვებს და იცის პასუხების მოსმენა

ეს აბსოლუტურად უნივერსალური უნარია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის ერთდროულად რამდენიმე მხარეს წარმოაჩენს. 

კარგი მასწავლებელი მოსწავლეებს არ უსვამს სულელურ კითხვებს, რომლებსაც პასუხი არ აქვს. ის ასევე არ სვამს რთულ, მწვავე და ოფიციალურ კითხვებს. კარგი მასწავლებელი კითხვებს ხშირად სვამს, შეიძლება ითქვას, ეს მისი მთავარი ინსტრუმენტია. ამასთან, მისი კითხვები ყოველთვის იწვევენ მოსწავლეთა ინტერესს. ასეთი პედაგოგის კითხვები შეუძლებელია დარჩეს პასუხის გარეშე.

ითვლება, რომ კარგ კითხვებს კარგი მოსწავლეები სვამენ. ჩნდება კითხვა სად ისწავლეს ეს? თუ არა კარგი მასწავლებლისგან?

კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია

ზედმეტი არ იქნება შეხსენება, რომ კარგი მასწავლებელი არ ამცირებს მოსწავლეებს ფიზიკური დასჯით, დაცინვით, შეურაცხყოფით. ეს, რა თქმა უნდა, საფუძვლებია. მაგრამ კარგმა პედაგოგმა ასევე იცის როგორ მიუდგეს ბავშვებს, რომლებსაც რაღაც მიზეზით მისი საგანი არ უყვართ. 

იმ შემთხვევაშიც თუ მოსწავლე ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევა და ცდილობს მასწავლებლის დამცირებას, კარგი მასწავლებელი არ ჩაებმება მასთან ბრძოლაში მისივე მეთოდებით.

ასეთი მოსწავლე სად ისწავლის სხვაგვარად მოქცევას და ურთიერთობას, თუ მას მაგალითს მასწავლებელი მისცემს?

კარგი მასწავლებელი - გულწრფელი და მადლიერი ადამიანია

ბავშვებთან და განსაკუთრებით მოზარდებთან ურთიერთობისას სხვანაირად ვერც იქნება.

კარგ მასწავლებელს აქვს იუმორის გრძნობა

არ იგულისხმება ბავშვებთან უაზრო ხუმრობა და მასხარაობა. იუმორის გრძნობა ფართო გაგებით - ეს არის უნარი მართო სიტუაცია ან მოქნილად მოერგო მას.

კარგი მასწავლებელი მოსწავლეებს ცოდნას ემოციებთან ერთად უზიარებს

ანუ კარგმა მასწავლებელმა იცის და უყვარს საკუთარი საგანი. ფიზიკა ჯერ უნდა შეიყვარო და მხოლოდ შემდეგ ისწავლო. იმისთვის რომ ემოციები გასცე, უნდა გქონდეს ემპათია, იცოდე ამ ინფორმაციის მსმენელის ენაზე გადმოცემა.

კარგი მასწავლებელი არ არის გამოფიტული

გადაწვის საფრთხე აქვს ყველას, მაგრამ ამ სტატიის მთავარ გმირს თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს, რომელიც მას პროფესიის ერთგულებიდან გამომდინარე არ მისცემს ბოლომდე გამოფიტვის საშუალებას, ის ყოველთვის პოულობს ხერხს აღიდგინოს ძალები. ძალების აღდგენაში კი მასწავლებელს პირადი ცხოვრება და ასევე მანევრირების უნარი და საკუთარი თავისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა დაეხმარება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება