| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლების გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სქემაში ჩართული პრაქტიკოსი პედაგოგები უფროსის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. თუმცა ბევრია პედაგოგი, რომელმაც საკმარისი კრედიტქულები ვერ დააგროვა.
მასწავლებლების დახურულ ჯგუფებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პრაქტიკოსი მასწავლებლები მაძიებლებად სკოლებში 2 წლით რჩებიან. ასევე საუბარია იმაზე, რომ იმ პედაგოგებს, რომლებმაც 19 კრედიტი ვერ დააგროვეს, თუმცა 15 კრედიტზე მეტი აქვთ, შესაძლოა მასწავლებლის სახლმა შეღავათი გაუწიოს.
აღნიშნული საკითხების დასაზუსტებლად, „ეტალონი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა.
„ამ თემებზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. არის სამუშაო რეჟიმი და უახლოესი ათი დღის განმავლობაში გახდება ყველაფერი ცნობილი.
სანამ გასაჩივრებები არ დამთავრდება, მანამდე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. როგორც კი გასაჩივრების ვადა დამთავრდება და პასუხებს მივიღებთ, ამის შემდეგ მასწავლებლის პროფესიის შესახებ ყველაფერს დეტალურად გამოვაცხადებთ“, - განუცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-ს.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას