სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ხელვაჩაურის ეტალონელმა'' ესტაფეტა თავის დას გადასცა
09-06-2017
-
+


გოგიტა ბარამიძე 2016-2017 სასწავლო წლის ''ეტალონის'' ერთ-ერთი ფინალისტია. მართალია, საპრიზო ადგილზე ვერ გავიდა, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობითა და მიზადასახულობით დაამახსოვრდა თავი ყველას. 

წლევანდელ ფინალში გოგიტას და, რუსუდან ბარამიძე მონაწილეობს. დის წარმატება მისთვის ყველაზე სასიხარულო და ემოციური აღმოჩნდა. გოგიტა წლევანდელ ფინალს ორმაგი ინტერესით ელოდება - როგორც შარშანდელი ''ეტალონელი'' და როგორც დის გულშემატკივარი.

რას ურჩევს დას საკუთარი გამოცდილებიდან და რას ნიშნავს მისთვის ''ეტალონი'', შეიტყვეთ ჩვენი ინტერვიუდან.

გოგიტა, რა მნიშვნელობის პროექტია თქვენთვის ''ეტალონი''?

''ეტალონი'' ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს წარმოაჩინონ საკუთარი თავი. იგი მოსწავლეების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, უზრდის მათ მოტივაციას და სწავლისკენ უბიძგებს. ''ეტალონი'' დიდ საქმეს აკეთებს განათლების პოპულარიზაციისთვის, იგი ეროვნული მედიაპროექტია და მისი არსებობის აუცილებლობა უპირობო და გარდაუვალია. 

რა გამოცდილება მიიღეთ პროექტში მონაწილეობით?

''ეტალონმა'' დამანახა უპირველესად, რომ  მთავარია იყო მიზანსწრაფული, საკუთარი თავი არ დაზოგო და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. ''ეტალონმა'' მომცა შანსი გავმხდარიყავი ისტორიული ფინალის მონაწილე, შემეძინა უამრავი მეგობარი და გამეცნო ისეთი მისაბაძი პიროვნება, როგორიცაა გოჩა ტყეშელაშვილი. 

წლევანდელ ფინალში თქვენი და მონაწილეობს. რა რჩევებს მისცემდით მას და დანარჩენ ფინალისტებს?

''ჩემს დას და ყველა ფინალისტს ვურჩევდი, არ ინერვიულონ და მოახდინონ ცოდნის მობილიზება. ირწმუნონ საკუთარი თავის, რადგანაც თავდაჯერებულობა გამარჯვების საწინდარია. მართალია, ნიჭიერ ადამიანებთან კონკურენცია რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. თავი დაარწმუნეთ, რომ არ არსებობს თქვენი შესაძლებლობების ზღვარი და მაშინ შეუძლებელი გახდება შესაძლებელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება