სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

რისი ჩუქება არ შეიძლება 2020 წელს - „შავ სიაში“ ბევრი ნივთი გაგაკვირვებთ
20-12-2019
-
+


მალე  2020 წლის დადგომას ვიზეიმებთ და ჩვენც ისე ვემზადებით თეთრი ვირთხის დასახვედრად, როგორც შეგვიძლია. წინასაახალწლო ფუსფუსში განსაკუთრებული ადგილი საჩუქრებს უკავია. Etaloni.ge პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ, რა არ შეიძლება აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს 2020-ში.

პირველ ყოვლისა, უნდა გავითავლისწინოთ თეთრი ვირთხის თავისებურებები:    

ლეგენდის მიხედვით, ბუდამ ყველა ცხოველი მოიწვია მრჩევლად, თუმცა მასთან მხოლოდ 12 გამოცხადდა და სწორედ მათ მიეცათ შესაძლებლობა, მონაცვლეობით ემართათ ჩვენი პლანეტა წლის განმავლობაში; რიგითობაც ბუდასთან მისვლის მიხედვით განისაზღვრა. ცხოველებს შორის ყველაზე ცბიერი ვირთხა აღმოჩნდა, რომელიც ჯერ ხარს ააცოცდა, ხოლო საჭირო მომენტში ჩამობრძანდა და გადაასწრო მას. სწორედ ასე მოიპოვა ცბიერმა მღრღნელმა, ყოფილიყო პირველი.

ვირთხა არაა ხარბი ცხოველი, გამოირჩევა რაციონალობით, ამიტომ ძვირფასი და არაფუნქციონალური ნივთები დიდად არ უყვარს.

ვირთხის კიდევ ერთი თვისება მაღალი მგრძნობელობაა და ამიტომ წლის სიმბოლო ადვილად შეამჩნევს მიფუჩეჩებულ საქმეს; მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო და შესაბამისად, სიყვარულით ნაჩუქარ ძღვენს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

მაშ ასე! საახალწლოდ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჩუქოთ:

კატა - არც ცოცხალი და არც სათამაშო, ასევე მელა და ძაღლი - კატა-თაგვის „თბილი“ ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია და შესაბამისად, წლის სიმბოლოს დიდად არ გაუხარდება, ოჯახში კატა თუ დაბინავდება;

სუნამო -  ვირთხა ისევე, როგორც სხვა მღრღნელები, ვერ იტანს მკვეთრ სუნს, ამიტომაც არ ღირს საყვარელი ადამიანის პარფიუმითა თუ სხვა არომატული საშუალებებით დასაჩუქრება;

უსარგებლო, პატარა ნივთები - გასაღების საკიდი, დეკორატიული ნივთები, აჯობებს, თქვენთვის შეინახოთ, რადგან თეთრ და ამპარტავან მასპინძელს აზრიანი საჩუქრები უყვარს;

ალკოჰოლური სასმელი - თეთრ ვირთხას არ უყვარს ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები - სიგარეტი, ალკოჰოლი... ამიტომ ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის ჩუქება არ შეიძლება;

ჰიგიენის საშუალებები - ვირთხა არაა წყლის პროცედურების მოყვარული, ამიტომ საყვარელ ადამიანს არ უნდა აჩუქოთ საპონი, შამპუნი და სხვა სააბაზანო ნივთები;

ძვირფასი სამკაულები - თეთრი მღრღნელის სტიქია არ არის და უპირატესობას პრაქტიკულ ნივთებს ანიჭებს;  

ანტიკვარული ნივთები - არ უყვარს ვირთხას ძველმანები, ამიტომ მსგავსი საჩუქრებისგან, აჯობებს, თავი შეიკავოთ.

მინის ნაკეთობები -  ვირთხას შუშის ეშინია და წინასწარ ნუ დააფრთხობთ წლის მბრძანებელს.

ესაა ზოგადი რჩევები, რისი მირთმევაც არ არის რეკომენდებული ახალ წელს, ახლა კი ვნახოთ, რა არ უნდა ვაჩუქოთ ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებს:

ვერძს - არ აჩუქოთ ძვირფასი ნივთი, რადგან ეს ჟესტი, შესაძლოა, არასწორად აღიქვას;

კუროს - არ უყვარს უსარგებლო ნივთები, ამიტომ თუ არ გინდათ მისი განხიბვლა, არ აჩუქოთ საოჯახო ინვენტარი ან დეკორატიული ნივთები.

ტყუპი - აფასებს საკუთარ ინდივიდუალობას და აჯობებს, ისინი არასტანდარტული საჩუქრებით გაანებივროთ;

კირჩხიბი - დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თავი არ დაზოგეთ რათა მისთვის სიხარული მიგენიჭებინათ. ისინი აფასებენ ლამაზ შეფუთვასა და გულისამაჩუყებელ წარწერას; ამიტომ ეწყინება, თუკი მაგალითად, ფულს უსაჩუქრებთ.

ლომს - იაფფასიანი, უგემოვნო საჩუქარი ნამდვილად არ გააბედნიერებს, ასე რომ, მისი გულის მოსაგებად, გონების დაძაბვა მოგიწევთ;

ქალწულს - წვრილმანი ნივთებით ვერ გაახარებთ, ამიტომ მათი საჩუქრის გასაკეთებლად მეტი ფიქრი და თანხის გაღებაც მოგიწევთ;

სასწორი - თავად ვერ გარკვეულა, რა სურს საჩუქრად, თუმცა არც უმნიშვნელო ფრეზენთი გაახარებს;

მორიელს - არასტანდარტული გემოვნება აქვს და შესაძლოა არ გაუხარდეს პოპულარული,  მოდური ნივთი. რაც ყველას უყვარს, მას არ მოსწონს და ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანს - არ უყვარს ნივთები, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება; ამიტომ ცუდი არჩევანია ფაიფურის ნაკეთობები;

თხის რქამ - როგორც წესი, თავად იცის, რა სურს, ამიტომ მისთვის უკითხავად საჩუქრის შერჩევა დიდი შეცდომაა;

მერწყულის - სასურველი საჩუქრის გამოცნობა ადვილი არაა და სანამ მის გახარებას გადაწყვეტთ, ჯერ კარგად გაიცანით.

თევზებს - არ უყვართ უბრალო ნივთები; შესაბამისად, მათთვის საჩუქრის არჩევას მწირი ბიუჯეტით ვერ მოახერხებთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

საგამოცდო სესიების განრიგი, მაქსიმალური ქულები და ტესტების ნიმუშები ცნობილია - NAEC დეტალებზე

კარიერული განვითარების მსურველმა პედაგოგებმა ტრენინგები უნდა გაიარონ

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

სკოლები

პროექტის ფარგლებში მათ დაისწავლეს ბიოგრაფიები, პარალელურად კი განავითარეს ციფრული თხრობისა და ვიდეომონტაჟის უნარები

ფრაზამ მოთხრობიდან - „შენი ხელნაკეთი მაინც სულ სხვაა“ ბინა დაიდო თითოეული მოსწავლის გულში

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება