სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ უძლებს დროს - მუდმივად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა“ - ინტელექტ-ჩემპიონატის შემოდგომის სეზონი წალენჯიხით დასრულდა
09-12-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ შემოდგომის სეზონი ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ღონისძიებით დასრულდა, სადაც  2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. 

ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა შეროზია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი კორნელი კვარაცხელია, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ნანა მოლაშხია, წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

„ეტალონი“ მოსწავლის ტიტულისათვის კონკურსი ძალზე კონკურენტული აღმოჩნდა. საბოლოოდ, კი 87 ქულით გამარჯვება  და „2019-2020 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ლიის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა როგავამ მოიპოვა.

ღონისძიების შემდგომ etaloni.ge-ს პირველი შთაბეჭდილებები გამარჯვებულმა გაუზიარა: „ეტალონში“ გამარჯვება ჩემთვის ემოციური იყო - ცხრა ყველაზე მაღალქულიანის დასახელება, რომ დაიწყო ბატონმა გოჩამ და ვიფიქრე რომ ჩემზე მაღალი ქულები დააგროვეს სხვებმა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული გავხდი.  ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ კონკურსით და გამარჯვებით.”

ლიის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი ინგა გოგილავა, ლუკას ნიჭიერ მოსწავლედ ახასიათებს:

„ეტალონში“ წალენჯიხის ლიის N1 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული. წინა წლებშიც ჩვენი მოსწავლეები წარმატებებს აღწევდნენ. დღეს კი ჩვენმა მოსწავლეებმა პირველი და მესამე ადგილი დაიკავეს. ასაკის მიუხედავად ლუკა არის ძალიან აქტიური ბავშვი და წარმატებული მოსწავლე. იგი თავისი ნიჭიერებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ის ახერხებს გაეცნოს კლასგარეშე ლიტერატურას და იყოს ბეჯითი სკოლის ყველა საგანში.“

რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას და გამარჯვებულს წარმატებებს უსურვებს:

„ეტალონი“ არის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი განათლების სისტემაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უძლებს დროს - მუდმივად იზრდება მონაწილეთა და დაინტერესებულ პირთა რაოდენობა. „ეტალონი“ არის თითოეული მოსწავლისთვის მოტივატორი, იგი ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და წახალისებას. ჩემი დიდი სურვილია, რომ პროექტი დაუბრუნდეს სატელევიზიო სივრცეს, რათა უფრო მასშტაბურად შეძლოს არაფორმალურ განათლებაში თავისი წვლილის შეტანა. მინდა ვისაუბრო იზრუნე.გე-ს შესახებაც. ეს არის ძალიან მისასალმებელი პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა არის ძალიან დაბალი, რაც გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე. Izrune.ge-მ კი დიდი წვლილი შეიტანა სასკოლო ცხოვრების განვითარებაში. წალენჯიხის მოსწავლეები აქტიურად არიან მასში ჩართულნი. ის ჯაჭვი, რომელსაც ჰქვია სკოლა, მშობელი და მოსწავლე უწყვეტად შეკრა ამ პროექტმა. 

დღეს წალენჯიხას 76 „ეტალონი მოსწავლე“ ჰყავს: ვფიქრობ, რომ 76-ვე არის რჩეული და უკვე გამარჯვებული.

„წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“ ლუკა როგავა კი არის ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი მოსწავლე, ვულოცავ მას გამარჯვებას და ვუსურვებ, რომ ეს მის ცხოვრებაში დიდი წარმატებების დასაწყისი ყოფილიყოს.“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია აღნიშნავს, რომ „ეტალონი'' უნიკალური პროექტია:

„დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნამდვილ დღესასწაულთან გვაქვს საქმე. „ეტალონი“ არის უდიდესი პროექტი, როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. ყველა ის მოსწავლე, რომელიც დღეს იღებდა მონაწილეობას ნამდვილად შთამბეჭდავად და წარმატებით გამოვიდა, მათ გამოავლინეს შესაძლებლობების მაქსიმუმი. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველ ადგილოსანს ბატონ ლუკა როგავას. ვფიქრობ, რომ მისი ნიჭი დაფასდა დღეს. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ ტურებში წალენჯიხა კიდევ უფრო გააუმჯობესებს თავის მაჩვენებლებს.“

ჩემპიონატში გამარჯვებულმა „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება