სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სფეროები, სადაც ინტროვერტები წარმატებით დასაქმდებიან - ისინი დროს არაფრისმომცემ ლაპარაკში არ ხარჯავენ...
24-03-2021
-
+


დღეს სამყაროს ექსტრავერტები მართავენ. დამსაქმებლები მუდმივად კომუნიკაბელურ თანამშრომლებს ეძებენ და სოციალური უნარების მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან. თუმცა არცთუ ისე ბევრმა იცის, რომ ასოციალურ და გულჩათხრობილ ინტროვერტებს ორგანიზაციისთვის არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.

ინტროვერტების უნარი, რომ შეუძლიათ მარტო ყოფნა ადვილად გადაიტანონ, ერთ დავალებაზე დიდხანს ფოკუსირდნენ და დრო არაფრისმომცემ ლაპარაკში არ დახარჯონ, მათ პროდუქტიულ თანამშრომლებად აქცევთ.

„ეტალონი“ გთავაზობთ, რამდენიმე სფეროს, სადაც ინტროვერტები წარმატებით დასაქმდებიან და მათი თვისებები უპირატესობად ჩაითვლება.

ტექსტებთან მუშაობა

ტექსტებზე მუშაობამ და ქაღალდებში ქექვამ შეიძლება ექსტრავერტი ჭკუიდან გადაიყვანოს, თუმცა ინტროვერტებისთვის ეს შესაძლოა ოცნების სამუშაო იყოს. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხანგრძლივი და რთული საქმით დაკავდნენ, რომელიც ყურადღებასა და კონცენტრაციას მოითხოვს. ინტროვერტები კარგი რედაქტორები, კორექტორები ან მთარგმნელები ხდებიან. მათთვის მოსახერხებელია, ინდივიდუალური გრაფიკით იმუშაონ და მთელი კომუნიკაცია წერილობითი გახადონ.

ეკონომიკა

ეკონომიკის სფეროში დასაქმებული ადამიანი დამაჯერებელი და დეტალებზე ორიენტირებული უნდა იყოს. მან ერთი და იგივე ციფრებზე ბევრჯერ და დაკვირვებით უნდა იმუშაოს. ამიტომ აქ შრომისმოყვარეობა და პედანტურობა ძალიან საჭიროა. ეკონომიკაში სამუშაო დროის დიდი ნაწილის დოკუმენტებთან გატარება გიწევთ და არა ადამიანებთან, რასაც ექსტრავერტები მოსაწყენ საქმედ თვლიან, ამას ვერ ვიტყვით ინტროვერტებზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიები

აიტი სპეციალისტების იზოლირებულობაზე ლეგენდები დადის. მათი დიდი ნაწილი დროს მარტო, კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობაში ატარებს. მათ შეუძლიათ, იმუშაონ ოფისებში და ინდივიდუალური გრაფიკით. ამ საქმის პლუსი ისაა, რომ ადამიანებთან მინიმალურ კომუნიკაციას მოითხოვს.

ხელოვნება და დიზაინი

ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც ინტროვერტებს შეუძლიათ მთელი ყურადღება თავიანთ ფანტაზიებს დაუთმონ. ინტროვერტს თავისი თვისებები ეხმარება, სილამაზე შეამჩნიოს და მთელი ძალებით თავის საქმეზე კონცენტრირდეს. ინტროვერტები ხდებიან კარგი მხატვრები, სკულპტორები, ილუსტრატორები, მწერლები, ვებგვერდის, ინტერიერისა თუ გრაფიკული დიზაინერები. რა თქმა უნდა, ყველა ამ პროფესიაში დამკვეთთან ურთიერთობა მოეთხოვებათ, თუმცა სამუშაო დროის დიდ ნაწილს თავად დაკვეთაზე მუშაობაში ატარებენ.

მშენებლობა

ინტროვერტებს შეუძლიათ, არქიტექტორები გახდნენ და შენობები დააპროექტონ ​ან ინჟინერია აირჩიონ, დაკავდნენ სარკინიგზო ლიანდაგების, ხიდების მშენებლობით. ეს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სპეციალობებია, სადაც ინტროვერტების უნარები ფასდება.

მეცნიერება

სამეცნიერო სფერო ინტროვერტებს ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შეუძლიათ იმუშაონ ლაბორატორიებში, შეისწავლონ ძველი ენები. სამეცნიერო მკვლევარი არ საჭიროებს ურთიერთობას ბევრ ადამიანთან. 

ცხოველებთან მუშაობა

ინტროვერტები ძალიან იღლებიან ადამიანებთან ურთიერთობებით, თუმცა ისინი მზად არიან, საათობით ითამაშონ ცხოველებთან. ვეტერინარის ან სელექციონერის საქმე მათ აძლევთ შესაძლებლობას, ადამიანებისგან მოშორებით დიდი დრო გაატარონ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება