სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო
13-06-2018
-
+


საზოგადოების დიდი ნაწილი ზედმეტად არის დაკავებული და შესაბამისად ისინი ვერ პოულობენ დროს ისეთი სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობისთვის, როგორიცაა წიგნის კითხვა. 

რისთვის არის წიგნის კითხვა სასარგებლო?

☑ ავითარებს აზროვნებას

წიგნის კითხვის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი ისაა, რომ ის ანვითარებს აზროვნებას. წიგნის კითხვისას ჩვენ ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და ვმსჯელობთ წიგნში წამოჭრილ საკითხზე.

☑ ანტისტრესულია

თანამედროვე ცხოვრებაში სტრესისგან განთავისუფლება ადამიანების მთავარი საზრუნავია. ამაში დაგეხმარებათ წიგნის კითხვა. წიგნის ენის რითმულობა და სიმდიდრე ფსიქიკას ამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. სასურველია ძილის წინ ფანტასტიკური ჟანრის წიგნის კითხვა.

☑ ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას

როდესაც კითხულობთ განსხვავებული ჟანრის წიგნებს, ხშირად აღმოაჩენთ ისეთ სიტყვას, რომელსაც ყოფით საუბარში არ იყენებთ. უცხო სიტყვის ლექსიკონში ძებნა აუცილებელი არ არის, მის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით შეიძლება მიხვდეთ. გარდა ლექსიკის გამდიდრებისა, თქვენ გრამატიკასაც უკეთესად დაეუფლებით.

☑ გიცავთ ალცჰაიმერის დაავადებისგან

ალცჰაიმერის დაავადება - ტვინის ფატალური დაზიანება, დაავადებულ ადამიანებს ტვინში ინსულინს ნაკლებობა აღენიშნებათ, ამ დაავადებით მსოფლიოში 26 მილიონი ადამიანი იტანჯება. თქვენ ამ დაავადებისგან დაზღვეული იქნებით, თუ რეგულარულად წაიკითხავთ წიგნებს. კითხვის პროცესში, ტვინის მოქმედება იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს მასზე.

☑ გმატებთ თავდაჯერებულობას

საუბრისას ჩვენ თუ წარმოვაჩენთ ღრმა ცოდნას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (რაც წიგნების კითხვის დამსახურებაა) ეს გარშემომყოფებზე აისახება იმ შედეგით, რომ თქვენს მიმართ უფრო მეტ პატივისცემას გამოიჩინენენ. ნაკითხი და განათლებული ადამიანის იმიჯი კი დადებითად აისახება თვითშეფასებაზე.

☑ გვხდის უფრო შემოქმედებითს

კრეატიულ ადამიანებს უამრავი შესანიშნავი იდეის გადმოფრქვევა და გარშემომყოფთათვის განაწილება შეუძლიათ. წიგნის კითხვისას დიდი რაოდენობით ცოდნას დააგროვებთ, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრებაში.

☑ აუმჯობესებს ძილს

თუკი თქვენ სისტემატიურად წაკითხავთ წიგნს ძილის წინ, ორგანიზმის შეეჩვევა ამას და დაარეგულირებს დროს დასაძინებლად. ამრიგად, თქვენ არამარტო ძილს გაამჯობესებთ, არამედ დილით უფრო კარგად იგრძნობთ თავს. 

☑ აუმჯობესებს კონცენტრაციას

კითხვის პროცესში აუცილებელია კონცენტრაცია ერთ თემაზე, არ უნდა გაგვეფანტოს ყურადღება ყოფით საგნებზე. კონცეტრაცია კი უმნიშვნელოვასია ნებისმიერი საქმიანობისას. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება