სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მიმართულებები ჩაიბარეს განათლების მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილეებმა?
29-11-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს 7 მოადგილე ჰყავს.  მათგან 3 ახალი დანიშნულია: ნუნუ მიცკევიჩი, ეკატერინე დგებუაძე და თამარ ქიტიაშვილი.

მართალია, ოფიციალური ბრძანება, რომლითაც მოადგილეების მიმართულებები იქნება გადანაწილებული, ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა etaloni.ge-სთვის ცნობილია, როგორ გადანაწილდა საკურატორო მიმართულებები მოადგილეებს შორის. 

მინისტრის ახალმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ზოგადი და დაწყებითი განათლება ჩაიბარა. ის ჩხენკელის მოადგილედ დანიშვნამდე სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი იყო. აღსანიშნავია, რომ მის მიერ ჩაბარებული მიმართულება ინკლუზიურ განათლებასაც მოიცავს, რისი გამოცდილებაც დგებუაძეს წინა სამსახურიდან აქვს. 

მეორე ახალი მოადგილე თამარ ქიტიაშვილი პროფესიულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე, ქიტიაშვილი იყო გაეროს განვითარების პროგრამის მრჩეველი პროფესიული განათლების საკითხებში და ალბათ, სწორედ, ამ გამოცდილებას გამოიყენებს ახალ სამსახურშიც. 

ნუნუ მიცკევიჩი კი მინისტრის მოადგილის რანგში, უმაღლესი განათლების მიმართულებას გაუძღვება. მიცკევიჩს საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის 2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2018-2019 იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კანცლერის მრჩეველი სამეცნიერო მიმართულებით, 
2012 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რაც შეეხება მინისტრის პირველ მოადგილეს ირინა აბულაძეს, ის წინა მინისტრის დროსაც აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა. აბულაძეს ჩაბარებული აქვს პარლამენტის, ფინანსების და საერთაშორისო მიმართულებები.

ცვლილება არ შეხებია და კვლავ კულტურის მიმართულების უფროსია ლევან ხარატიშვილი. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წელს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო შეუერთდა. მანამდე კი 2014 -2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.

ასევე კულტურის მიმართულებით იმუშავებს ბადრი მაისურაძეც. ის 2016 წლის ნოემბრიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.  გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროსგან კულტურის  განყოფილების გამოყოფის შემთხვევაში, კულტურის მინისტრად სწორედ მაისურაძე დაინიშნება.

შალვა გოგოლაძე ისევ სპორტის მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. ის 2017-2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება