სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოცნება ამიხდა! თავი საჭიროდ ვიგრძენი“ - გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც სვანეთში მასწავლებლად მიდის
30-11-2019
-
+


„ოცნება ამიხდა“ - ამ ფრაზით იწყებს ჩვენთან საუბარს 23 წლის მარიამ საძაგლიშვილი. ის სვანეთში მათემატიკის მასწავლებლად მიდის. მარიამი იმ 19 პედაგოგს შორისაა, რომლებმაც პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გაიარეს და მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევლენ.

მარიამ საძაგლიშვილმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ახლა თავის ცოდნას მოსწავლეებს გადასცემს. 

„ოცნება ამიხდა. სვანეთში, კერძოდ, ლენტეხში მათემატიკის მასწავლებლად მივდივარ. ძალიან გახარებული ვარ.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ჩემი გადამრჩენია, თავი საჭიროდ ვიგრძენი. ვიცი, რომ იქ თუნდაც 3-4 ბავშვთან მუშაობით გაცილებით მეტს მივაღწევთ და სოფლებს შევუნარჩუნებთ მოსახლეობას, ამავდროულად, აღვზრდით განათლებულ მომავალ თაობას.

ტრენინგების პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იყო და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მე პირველად მიწევს სკოლაში შესვლა და არანაირი გამოცდილება არ მაქვს (გარდა რეპეტიტორობისა), ძალიან ვნერვიულობდი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მაგრამ ტრენინგების დროს იმდენი რამ ვისწავლე, რომ მგონია, 5 წლიანი გამოცდილებით მივდივარ სკოლაში“, - ამბობს ახალბედა მასწავლებელი etaloni.ge-სთან საუბარში.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ უკვე დასრულდა.  მან ახალგაზრდებს საშუალება მისცა, საკუთარი ცოდნა გამოავლინონ და საყვარელი პროფესიით დასაქმდნენ.

პროგრამა ითვალისწინებს კვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებას, შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვასა და დასაქმებას. ასევე მასწავლებლებისთვის განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობისა და სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების პროცესის ხელშეწყობას.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში, ასევე ადგილობრივი თემის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

იხილეთ ასევე: მასწავლებლები, რომლებიც ხელფასზე 1000 ლარიან დანამატს მიიღებენ - ასეთი, სულ 19 პედაგოგია

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება