სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

რატომ არ უნდა იყვნენ მშობლები შვილის მეგობრები? - მშობლები მშობლებად, მეგობრები - მეგობრებად უნდა დარჩნენ
22-08-2020
-
+


მშობელი - პატარა ბავშვისთვის მთელი სამყაროა. ამის მიუხედავად, როდესაც ბავშვები იზრდებიან, დედებს და მამებს საკუთარი როლების ახლებურად გადანაწილება უწევთ. შესაძლოა, ქალიშვილთან დამეგობრება გამომივიდეს?და საჭიროა კი ამის გაკეთება? ირლანდიელი ფსიქოთერაპევტი ემერ ლაფრეი განმარტავს, რატომ უნდა დარჩნენ მშობლები მშობლებად, ხოლო მეგობრები - მეგობრებად.

მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობა - დამოკიდებულებითი ურთიერთობაა, ერთი მხარე თითქმის ყოველთვის უფრო მეტად სუსტ მდგომარეობაშია. მშობლების ძირითადი ამოცანაა იზრუნონ საკუთარ შვილებზე და მათ გადარჩენაზე. შვილის ემოციური და ინტელექტუალური განვითარება ასევე უფროსების საზრუნავია, მათ უნდა იფიქრონ, რისი დახმარებით და როგორ განვითარდებიან ბავშვები. სკოლები, რეპეტიტორები, წიგნები - ყველაფერი ეს ბავშვს დედისა და მამის წყალობით აქვს.

მეგობრობა გამოირჩევა იმით, რომ იგი აგებულია ურთიერთსარგებელზე: თითოეული მხარე ერთნაირად დამოკიდებულია მეორეზე. როგორც ერთი მეგობარი, ისე მეორე ურთიერთობაში თანაბარ ემოციურ და ფიზიკურ ძალისხმევას დებს. ეს მკაცრად თანაბარუფლებიანი ურთიერთობაა, რომლისთვისაც თითოეული პარტნიორი პასუხს ერთნაირად აგებს. 

შესაძლებელია ​მშობელი მეგობარი გახდე და ღირს კი საერთოდ ცდა? საზოგადოება ელოდება, რომ უფროსები იქნებიან პროგრესულები: ბავშვთან „ერთ  ტალღაზე“ ყოფნას ისწავლიან და შეძლებენ ბავშვის სოციალურ და ემოციონალურ ცხოვრებაში წონიანი როლი ითამაშონ.

თანამედროვე მშობლებს ნამდვილად შეუძლიათ თავი გაართვან თანამედროვე ტექნოლოგიებს ბავშვებზე არანაკლებ, ერკვეოდნენ ტრენდებში, მაგრამ მათ ასევე არ უნდა დაივიწყონ მათი მთავარი ფუნქცია.

მშობლისთვის ბუნებრივია სურდეს გახდეს მთელი სამყარო ბავშვისთვის. ზოგჯერ ეს მისწრაფება გონივრულ ზღვარს სცდება. ფსიქოთერაპევტი ემერ ლაფრეი ​დედებს და მამებს ურჩევს ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო წინადადებებით თავი არ მოაბეზრონ.

„ეს გავრცელებული დილემაა. მშობლები ბავშვთან მეგობრობის კონცეპტს მისდევენ, ეს ბუნებრივია,. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ბავშვების პირად საზღვრებს უნდა გადააბიჯონ “.

მშობლების ამოცანაა - დააწესონ საზღვრები

მშობლებს აღზრდისას ისეთი ამოცანები აქვთ, რომელთა თავიდან არიდება შეუძლებელია. ერთ-ერთი მათგანია - ჩარჩოების განსაზღვრა და ქცევის მისაღები საზღვრების განმარტება. ლაფრეი თვლი, რომ მართალია უფრო თავისუფალ მიდგომაზე გადასვლა კარგია, მაგრამ საზღვრების და წესების დავიწყება არ ღირს. „აღზრდის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ დავაწესოთ ნორმები, შევთანხმდეთ ახლებზე და გავაანალიზოთ ცვლილებები, როდესაც ბავშვი მოზარდი ხდება“,- მიიჩნევს ფსიქოთერაპევტი.

ბავშვთა ფსიქიკის ორგანული განვითარებისთვის საჭიროა, რომ საზღვრები იყოს გასაგები, მისთვის, ვისთვისაც არის ის დაწესებული. ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რას წააწყდებიან, თუ ჩარჩოებიდან გამოვლენ.

ასე ისინი სამყაროში უსაფრთხოდ ორიენტირებას შეძლებენ და ამასთან გამუდმებით შეავსებენ წარმოდგენას დაშვებულისა და დაუშვებლის შესახებ.

ლაფრეი თვლის, რომ მშობლის და მეგობრის როლი ერთმანეთს გამორიცხავს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლიდან დაინერგება - დეტალები 

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე
 
ის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული პოლიტიკის პროგრამაზე ჩაირიცხა
 
 
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება