| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს 7 მოადგილე ეყოლება, მათგან 3 ახალია.
მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ეკატერინე დგებუაძე დაიკავებს, რომელიც სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
მინისტრის მოადგილე იქნება, ასევე თამარ ქიტიაშვილი, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი იყო პროფესიული განათლების საკითხებში. მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე ნუნუ მიცკევიჩია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ირინა აბულაძე იქნება. მინისტრის მოადგილეებად რჩებიან: ბადრი მაისურაძე, ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე.
ცნობისთვის, მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ 13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დანიშნა. მიხეილ ჩხენკელი ამ თანამდებობაზე პირველად 2017-2018 წლებში, რვა თვის განმავლობაში მუშაობდა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას