სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' მე-2 ეტაპი ''სამტრედიის ეტალონი მოსწავლის'' გამოვლენით დასრულდა
31-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' მე-2 ეტაპი დასრულდა.

ამჯერად ''სამტრედიის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.    

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი სამტრედიის N11 სკოლაში ჩატარდა. 

სამტრედიის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 
 
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''სამტრედიის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს დაბლა გომის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნიკა ამაღლობელი დაეუფლა.

სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი ელენე ბოხუა:

"ძალიან კმაყოფილები ვართ მოსწავლეების სწავლის დონით და ასევე, ''ეტალონის'' ღონისძიებით. ამ ინტელექტ-შეჯიბრში მოსწავლეების ჩართულობა კი ძალიან მნიშვნელოვანია."

''სამტრედიის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ნიკა ამაღლობელი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ინტელექტ-შეჯიბრი 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ადგილზევე გამოავლინა ''ეტალონი მოსწავლეები''.  

გრანდიოზული ფინალი კი ბათუმში 24 ივნისს გაიმართება. 

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება