სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლა

წრომის სკოლაში კამპანიას - ''ერთი დღე პროფესიაში'' საინტერესო და სახალისოდ ახასიათებენ
18-05-2017
-
+


წრომის სკოლაში კამპანიას - ''ერთი დღე პროფესიაში'' საინტერესო და სახალისოდ ახასიათებენ.    

კამპანიის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულიზაცია იყო. 

მობილიზირებული მოსწავლეები 30 წუთით ადრე გამოცხადდნენ სკოლაში.

სკოლის წარმომადგენლის ე.მურადაშვილის ხელძღვანელობით გადანაწილდა მოსწავლეებში ფუნქციები, ერთი დღე სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნინო ქურდაძე, ქართულიენა-ლიტერატურის მასწავლებელად-ნათია ბერაძე, ნიკა პონომარენკო, მათემატიკა-გიგია ტატალაშვილი, ინგლისური ენა-მარიამ ხარებაშვილი, ისტორია-ბაქარ კაპანაძე, სპორტი-ვახტანგ ხარატიშვილი, ხელოვნება/მუსიკა-მურაზ ბერაძე, გეოგრაფია-ნ. ქურდაძე, კონსულტაციებ გავლილი მოსწავლეები, გაკვეთილის გეგმებით ხელში პასუხისმგებლობით სავსენი შევიდნენ კლასებში.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთელმა დღემ აქტიურად ჩაიარა, დღის ბოლოს მოხდა შედეგების შეჯამება:

''მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის ხელმძღვანელობას ნდობისათვის, ''პედაგოგობა'' მართლაც საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა.''

''ყველას არ შეუძლია მოერგოს ამ პროფესიას, ამას მხოლოდ პროფესიონალიზმით შეიარაღებულნი და ბავშვების სიყვარულით სავსენი შეძლებენ“- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა. 

ორმა მოსწავლემ ნ.ბერაძემ და მ.ხარებაშვილმაკი სურვილი გამოთქვა პროფესიად მასწავლებლობა აერჩიათ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მიზანმა შედეგს მიაღწია. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება