სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კუმისის საჯარო სკოლის პედაგოგ ნელი ბეგიაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
15-10-2019
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის კუმისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, ნელი ბეგიაშვილი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს დამსახურებულ მასწავლებლად აღიარა.

კუმისის საჯარო სკოლამ ნელი ბეგიაშვილის მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნა. მასში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს.

„2019 წლის 25 სექტემბერი ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის კუმისის საჯარო სკოლის ისტორიაში მნიშვნელოვან დღედ დარჩება. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები სასიხარულო ამბის მოწმენი გახდნენ. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩვენი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ნელი ბეგიაშვილი საქართველოს დამსახურებულ მასწავლებლად აღიარა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ამ მოვლენის აღსანიშნავად კუმისის საჯარო სკოლას გარდაბნის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი გარდაბნის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსს, ნინო გვარამაძეს, დიდი მადლობას უხდიან, რადგან ნელი ბეგიაშვილი საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებაზე სწორედ მისი ინიციატივით წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება