სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' ყველაზე მოთხოვნადი ინტელექტ-ჩემპიონატია'' - ''ახალციხის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
11-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ახალციხის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  
  
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახალციხის N5 სკოლაში ჩატარდა.  

ახალციხის მინიციპალიტეტიდან გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  

ღონისძიებას, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 
     
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  
 
''ახალციხის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის''  ტიტულს ანის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გვანცა ჩუბინიძე დაეუფლა.

''ახალციხის 
მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გვანცა ჩუბინიძე მომავალ მონაწილეებს ურჩევს, რომ არ ინერვიულონ:

''მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულები. გამარჯვების მოპოვება რთული იყო, რადგან კონკურენცია იყო მაღალი. ''ეტალონი'' კი არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას საშუალებას აძლევს.'' 

ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის:

''ეტალონი'' არის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი ინტელექტ-ჩემპიონატი. ინტელექტ-შეჯიბრი თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს გახდეს უფრო მოტივირებული, ხელს უწყობს წარჩინებულ მოსწავლის აღმოჩენას და წახალისებას. ''ეტალონის'' ავტორმა და წამყვანმა გადმომცა სპეციალური დიპლომი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და დიდი მოტივაციაა. მადლიერება მინდა გამოვხატო ბატონი გოჩას და ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდის მიმართ. დიდი მადლობა ყველა იმ აქტივობისთვის, რაც ჩვენს რაიონში იყო დაგეგმილი და განხორციელი. ღონისძიება, როგორც ყოველთვის, ორგანიზებულად ჩატარდა.''    

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება