სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანიის გაერთიანების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
04-10-2019
-
+


ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლის V-XII კლასების მოსწავლეებმა გერმანიის გაერთანების დღეს, 3 ოქტომბერს, საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებას გერმანული ენის მასწავლებელი ნინო ღულაძე ხელმძღვანელობდა. ღონისძიება სკოლის დირექტორის, ლელა ქვრივიშვილისა და ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების მხარდაჭერით ჩატარდა.

ნინო ღულაძემ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების დახმარებით გერმანიის უახლესი ისტორიიდან და დღევანდელობიდან გამომდინარე საინტერესო ფოტოგამოფენა მოაწყო.

„პედაგოგმა ეს გამოფენა სასკოლო საზოგადოებას საინტერესოდ წარუდგინა. დამსწრეთ საკმაოდ ბევრი ახალი ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიული პარალელებიც გაავლო“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის სააქტო დარბაზში მე-5 კლასის მოსწავლეებმა გერმანიის მდებარეობის, უახლესი ისტორიის, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ საზოგადოებას მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გააცნეს.

„მათ სულ ახლახანს დაიწყეს გერმანული ენის შესწავლა. ეს ღონისძიება ამ მოსწავლეების და არამარტო მათი მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი თემაზე  - „გერმანია1949-1990წწ“ გამართულ ვიქტორინას დაეთმო. VI, IX , XI-XII კლასებში სამი გამარჯვებული კლასი გამოვლინდა (საფეხურების მიხედვით).

„პატარა მკვლევარებს", მე-5 კლასის მოსწავლეებს და გამარჯვებულ ექსპერტთა ჯგუფებს „კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები" გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება