სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდა უპირველესია, პარალელურად უნდა გაიზარდოს სტატუსის დანამატები“ - მასწავლებელთა პროფკავშირები  
07-10-2019
-
+


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდა უპირველესია და მხოლოდ ამის პარალელურად უნდა გაიზარდოს სტატუსის დანამატები, ამიტომაც, ეს მოთხოვნა ისევ წამოვაყენეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ etaloni.ge-სთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივები გაითვალისწინა და სწორედ მათი ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, ჯილდოზე გასულ პენსიონერ მასწავლებლებს დაზღვევა შეუნარჩუნა:

„განათლების სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური რეფორმა და რა თქმა უნდა, რეფორმის პროცესში ძალიან აქტიურად ვართ ჩართული. გაზაფხულზე, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის პროცესში, ჩვენ წარვადგინეთ რეალური სიტუაციიდან გამომდინარე წინადადებები და ინიციატივები. განათლების მინისტრმა ჩვენი ყველა ინიციატივა გაითვალისწინა. სახელმწიფო ჯილდო რომ გადაეცათ მასწავლებლებს, ეს არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება და მადლიერებას გამოვხატავთ იმისათვის, რომ პროფესიიდან ნებაყოფლობით გასულ პენსიონერ მასწავლებელს ორი წლის ანაზღაურება მიეცა, მაგრამ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მათ შენარჩუნებოდათ მასწავლებლის დაზღვევა, რაც ასევე დაკმაყოფილებულ იქნა“.   

მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მათი სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ სოციალური დაცვის გარანტიები და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა:

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებებით და ბევრი საკითხი სიღრმისეულად გვაქვს შესწავლილი. 2014 წელს, ჩვენი მოთხოვნა მასწავლებლის საბაზო ხელფასის ეტაპობრივად გაზრდა იყო. გავითვალისწინეთ ბიუჯეტის რეალური შესაძლებლობები და მოთხოვნა დავაყენეთ იმგვარი, რომლის შესრულება ნამდვილად შეეძლო სახელმწიფო ბიუჯეტს. ვერ გეტყვით, რომ ეს მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რადგან გარკვეული პროტესტი გვქონდა მაშინ ამის გამო, თუმცა, 2015-2016 აკადემიურ წელს მასწავლებლის საბაზო ხელფასი ორ ეტაპად მაინც გაიზარდა, იმის შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა. ჩვენ ამ მოთხოვნას შემდეგ წლებშიც ვაყენებდით, თუმცა სამწუხაროდ, უშედეგოდ! კარგია, რომ სტატუსის დანამატი გაიზარდა, მაგრამ მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდა არის უპირველესი, რის პარალელურადაც უნდა იზრდებოდეს სწორედ სტატუსის დანამატი, იმიტომ, რომ საბაზო ხელფასი ნებისმიერი კატეგორიის მასწავლებელს ეხება, მათ შორის, როგორც მაძიებელ, ასევე უსტატუსო მასწავლებელს. შესაბამისად, საბაზო ხელფასისა და პარალელურად, სტატუსის დანამატების გაზრდა, ბუნებრივია, მასწავლებლის მდგომარეობას ეფექტურად გააუმჯობესებს. ეს მოთხოვნა სამინისტროს წინაშე ჩვენ ისევ დავაყენეთ“, - აცხადებს კობახიძე.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დამსახურებით, ორწლიანი მოთხოვნის შედეგად, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, განათლებისა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დროებითი შრომის უუნარობის შემთხვევაში, ბიულეტენი სრული ხელფასიდან ანაზღაურდება:

„მასწავლებლებს წლების განმავლობაში არ მიეცემოდათ დროებითი შრომის უუნარობის ანაზღაურება სრული ხელფასიდან. თითქმის ორი წელი ვიმუშავეთ ამ პრობლემაზე და უკვე კანონის დონეზე გამყარდა მასწავლებლების უფლებები საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ბრძანებაში, რომელი ბრძანებითაც, რეგულირდება ბიულეტენის ანაზღაურება ჩვენს ქვეყანაში ყველა სფეროში დასაქმებულთათვის. ამ შემთხვევაში კანონში მასწავლებლებისთვის ცალკე ნორმა შევიდა, რის მიხედვითაც, საჯარო სკოლის მასწავლებლებს დროებითი შრომის უუნარობის შემთხვევაში, ანაზღაურება უნდა მიეცეს სრული ხელფასიდან. აქ იგულისხმება მასწავლებლის  თანამდებობრივ სარგოს პლუს სტატუსის დანამატები, საიდანაც აქამდე ბიულეტენს არ ანაზღაურებდნენ. შესაბამისად, ამასაც მივაღწიეთ, რომ დანამატების ჩათვლით, მასწავლებლები იღებენ ანაზღაურებას სრული ხელფასიდან,“ - აღნიშნავს მაია კობახიძე.

სწორედ მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივით, მიანიჭათ მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი იმ მასწავლებლებს, ვინც უმაღლესი განათლება 2000 წლის ჩათვლით მიიღო. შედეგად, მათი თანამდებობრივი სარგოც გაიზარდა. 


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს

 

 

 

სექტემბრიდან დამრიგებლები დამატებით 200 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად - რამდენ პედაგოგს შეეხება დამატებითი ანაზღაურება

სკოლას უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს - დეტალები

ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები
შეხვედრის დროს მოსწავლეები მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობასა და იმ პასუხისმგებლობაზე
 
 
 
ბრწყინვალეა საყდრიონის საჯარო სკოლის გუნდის შედეგებიც
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება