სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ კომპონენტებს სასწავლო პროგრამებში გაითვალისწინებენ
20-09-2019
-
+


ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ კომპონენტებს სასწავლო პროგრამებში გაითვალისწინებენ.

აღნიშნულის შესახებ ცვლილება შევიდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად შეიძლება საჭირო გახდეს მასწავლებელთა ნაწილის გადამზადება, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსდება.

ვალდებულების შესრულება არ არის დაკავშირებული ახალი საგნის დამატებასთან და მისი აღსრულება მოხდება არსებული პროგრამების ფარგლებში ამ კომპონენტის დამატებით.

ცვლილებები  2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება