სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გაიფიცე კლიმატისთვის“ - ქართველი სტუდენტები და მოსწავლეები გლობალურ აქციას უერთდებიან
20-09-2019
-
+


საქართველოს მოსწავლეები და სტუდენტები უერთდებიან გლობალურ გაფიცვას, რომელიც გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რეკრეაციული ზონების და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტას მოითხოვენ.

ახალგაზრდების მიერ გავრცელებულ ტექსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ წელიწადზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა გრეტა ტუნბერგი, 16 წლის შვედი მოსწავლე, პირველად გაიფიცა მოთხოვნით, რომ პოლიტიკოსებმა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და ჩვენს თაობას კლიმატური კრიზისის ყველაზე კატასტროფული შედეგები აარიდონ. წინა გლობალურ გაფიცვას, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 123 ქვეყანაში და 2 000 ქალაქში შეუერთდა 1.4 მილიონი მოსწავლე და სტუდენტი. თბილისშიც გავიფიცეთ ახალგაზრდები გარემოსთვის.

ახლა კი 20 სექტემბერს, გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, იგეგმება ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური გაფიცვა გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის, რომლის წარმატებაც ჩვენი თაობის კოლექტიური მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება; რომელსაც ჩვენ, საქართველოს მოსწავლეები და სტუდენტები, მთელი პასუხისმგებლობით ვუერთდებით.

  • შეძლებისდაგვარად: წამოიღე სასტვენი; წამოიყვანე მეგობრები, კლასელები, კურსელები, და-ძმები, ნათესავები...
  • დახატე/დაწერე გარემოს თემაზე შენი მოთხოვნა, მოწოდება ან ციტატა მუყაოზე ან ფორმატის ქაღალდზე და მოიტანე გაფიცვაზე.
  • ჩვენ მოვითხოვთ პოლიტიკის ცვლილებას!
  • ჩვენ მოვითხოვთ მდგრად განვითარებას!
  • ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფოს ქმედებები ეყრდნობოდეს ობიექტურ კვლევებსა და მიუკერძოებელ სპეციალისტებთან კონსულტაციებს, ცალკეული ბიზნესების ინტერესების ნაცვლად!
  • უფრო კონკრეტულად ჩვენ მოვითხოვთ: რეკრეაციული ზონების და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტას;
  • დიღმის ტყე-პარკის, ქალაქის ფილტვების, სრული ტერიტორიის გამოსყიდვას და მოქალაქეთა საერთო საკუთრებაში დაბრუნებას, ასევე პოტენციური მშენებლობების შეჩერებას;
  • არ გაიცეს ბათუმში რივიერას მშენებლობის ნებართვა და გაითვალისწინოს ხელისუფლებამ მეცნიერების კვლევები, რომლებიც ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ;
  • ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას;
  • დამანგრეველი ჰესების მშენებლობების აღკვეთას და ამის მაგივრად არსებული ჰესების შეკეთებას. შეწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება;
  • თბილისში ტრამვაის გაყვანას, რადგან მანქანების გამონაბოლქვში და საცობებში ვიხრჩობით.
ამის გარეშე, ჩვენი მომავალი ბუნდოვანია. კლიმატის ცვლილება ხდება აქ და ახლა. კლიმატის ცვლილება და განადგურებული გარემო - ჩვენი რეალობა და ჩვენი ცხოვრების ნაწილია! თუმცა, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს - ჩვენ, ახალგაზრდები, ვერთიანდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გლობალური კლიმატის მოძრაობას“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება