TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მოსწავლეთა დაბალი შედეგების მიზეზი დემოტივირებული მასწავლებლები არიან'' - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
05-05-2017
-
+


''მასწავლებელთა სერტიფიცირება აუცილებელია, მაგრამ ''ქვეყანა ამაზე არ დგას'' - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საერთაშორისო და ეროვნული კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ''მასწავლებლების სერტიფიცირებულობა და სკოლის მოსწავლეების შედეგები ერთმანეთთან კავშირში დიდად არაა''. 

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მოსწავლეთა დაბალი შედეგების მიზეზი დემოტივირებული მასწავლებლები არიან:

''საერთაშორისო და ეროვნული კვლევების დაბალი შედეგების ძირითადი მიზეზი მასწავლებელთა მოტივაციაა. ის სქემა, რაც გვაქვს მოტივაციის გაზრდაზეა. ძალიან მნიშვნელოვანი დანამატები გვაქვს და იანვრიდან კიდევ უფრო გაიზარდა. დამტკიცდა, რომ ეს სწორი მიმართულებაა. მნიშვნელოვანია კოლექტივში არსებული ატმოსფერო,  დირექტორი რას შვრება - მასწავლებლის მოტივაციისთვის გადამწყვეტი გამოდის'' - განუცხადა მინისტრმა Etaloni.ge-ს.

მიზეზებზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ოჯახსა და გარემოზე. მისი თქმით, მოსწავლეთა შედეგებზე ოჯახი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ კავშირი სკოლების ინფრასტრუქტურასა და მოსწავლეების შედეგებს შორის სუსტია: 

''გარემონტება სწავლის ხარისხის ავტომატურად გაუმჯობესებას არ ნიშნავს. ბავშვები, პრინციპში ერთნაირად სწავლობენ იმ სკოლებში, რომლებიც გუშინ გარემონტდა და იქაც, სადაც რემონტი 10 წელია, არ ჩატარებულა'' - აღნიშნა მინისტრმა. 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე პრეზენტაცია დღეს გამართა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება