სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 ყველაზე სახიფათო ადგილი საბავშვო მოედანზე
27-08-2019
-
+


სეირნობა, რა თქმა უნდა, ყველა ასაკის ბავშვისთვის სასარგებლოა. მაგრამ სათამაშო მოედანი შესაძლოა პრობლემების წყარო გახდეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და სჯობს საფრთხეების შესახებ წინასწარ ვიცოდეთ. რა ადგილებში უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება?

საქანელა

ყველაზე საყვარელი გასართობი და ამავდროულად ტრავმების მხრივ ჩემპიონი. განსაკუთრებით სახიფათოა საქანელები, რომელთა საჯდომს მაგარი ძირი აქვს. ხშირად ბავშვები, გართობის მიზნით, კონსტრუქციას აქანავებენ და დიდია რისკი მის შორიახლო მორბენალ ბავშვებს თავში მოხვდეთ. 



აიწონა-დაიწონა

აიწონა-დაიწონას  ახალი მოდელები ამორტიზატორებით არის აღჭურვილი და იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვემოთ მჯდომი ბავშვი, მოულოდნელად სკამიდან გადმოხტება, ბავშვი რომელიც ამ დროს ჰაერშია, დიდად არ დაშავდება. ძველმა მოდელებმა კი შესაძლოა დაზიანებები გამოიწვიოს. ასე რომ, თუ საქმე პატარა ბავშვებს ეხება, ყურადღებით ადევნეთ თვალი ორივე მონაწილეს.

სასრიალო მილი

სასრიალო მილში სრიალი ძალიან სახალისოა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსტრუქციას დეფექტები არ აქვს. მაგრამ თუ ზედაპირი დაზიანებულია ან ხრახნებია ამოვარდნილი, ბავშვი შესაძლოა გამოედოს, გაიჭედოს ან დაშავდეს.

გარდა ამისა, თუ ასეთი ატრაქციონზე მოზრდილი ბავშვებიც თამაშობენ, მათ შეუძლიათ შემთხვევით ბავშვი დააზიანონ. ეს რომ არ მოხდეს, ბავშვებს ჩამოსრიალების უფლება მაშინ მიეცით, როცა წინასწარ დარწმუნდებით, რომ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება. გარდა მისა, სათამაშო მოედანზე გაყვანისას ნუ ჩააცმევთ თასმებიან და ლენტებიან ტანსაცმელს.

სასრიალო

მეტალის სასრიალოები სიცხეში ძალიან ხურდება და ბავშვი რომელსაც მოკლე ქვედაბოლო და შარვალი აცვია შესაძლოა დაიწვას. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ დაქანება ძალიან მკვეთრი არ არის, რადგან ბავშვმა დაშვებისას შესაძლოა წონასწორობა ვერ შეინარჩუნოს.



ქვიშის მოედანი

ქვიშაში თამაში ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ შესაძლოა, ერთი შეხედვით უვნებელი გართობა ინფექციის წყარო გახდეს. რადგან მასში მრავალრიცხოვანი პარაზიტები ბინადრობენ. ქვიშაში ყოფნა უყვართ კატებსა და ძაღლებსაც, რომლებიც პარაზიტულ დაავადებათა გადამტანები არიან. იხილეთ - დაავადებები, რომლებიც ბავშვებმა ქვიშაში თამაშის დროს შეიძლება შეიძინონ

ბავშვს ქვიშაში თამაშს ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ უსაფრთხოების ზომების გატარება კარგია. პირველ რიგში თავი შორს დაიჭირეთ ქვიშის მოედნისგან, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს და რომელშიც ცხოველების ფეკალიებია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ქუჩაში თამაშისას ხელები და სათამაშოები პირში არ ჩაიდოს. გასეირნების შემდეგ კი ხელები აუცილებლად საპნით დაბანეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება