სიახლეები
სამასწავლებლო

„შედეგის მიხედვით უნდა ფასდებოდეს შრომა, შედეგი კი, შეიძლება დაბალი სტატუსის პედაგოგმა უკეთესი დადოს“ - დირექტორთა მოსაზრებები 
23-08-2019
-
+


მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლება ქვეყნის უპირველეს პრიორიტეტად გამოაცხადა, სისტემაში ცვლილებები დაიწყო. მათ შორის, იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება, რაც მასწავლებლების შრომითი ანაზღაურების ზრდასაც მოიაზრებს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა,  2022 წლისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა განათლების დაფინანსების ზრდა, რაც ახლაც მიმდინარეობს, მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც მოიაზრებს.

როგორც etaloni.ge-სთან გამოკითხული დირექტორების ნაწილი აღნიშნავს, სასურველია, გაიზარდოს მასწავლებლის საბაზისო ანაზღაურება და არა მხოლოდ დანამატი, არსებული რეგულაციის გარდა კი, მასწავლებლის ხელფასის განმსაზღვრელი, მისი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებებიც უნდა იყოს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ღონღაძე:

„ჩემი აზრით, მასწავლებლის ხელფასი, მისი სტატუსისა და კვალიფიკაციის გარდა, მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგების მიხედვითაც უნდა განისაზღვრებოდეს. შედეგები განსაზღვრავს სამუშაოს სტიმულს და ამაზე მიბმული ანაზღაურება, გარკვეული მოტივაციაც იქნება მასწავლებლისთვის. ზოგადად, ვფიქრობ, რომ 15 საათი უნდა იყოს მასწავლებლის სრული დატვირთვა, რადგან 15 საათზე მეტი მუშაობა პროდუქტიული არ არის, არანაირი ენერგიის მქონე ადამიანისთვის. მასწავლებლის საბაზისო ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს მის საათობრივ დატვირთვას, დანამატი კი უნდა განისაზღვროს მასწავლებლის ხარისხის, კვალიფიკაციისა და მიღწეული შედეგების მიხედვით. ეს იქნება ღირსეული წახალისება პედაგოგებისთვის“.

ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქვარაია:

„როცა მასწავლებელი ბევრ გაკვეთილს ატარებს, ის გაკვეთილები ვერ იქნება, რა თქმა უნდა, ხარისხიანი. ზოგიერთი პედაგოგი 25 საგაკვეთილო საათს ითხოვს, რაც წარმოუდგენელია, არ იქნება ხარისხიანი, რადგან 15 საათზე მეტი ერთკვირეული დატვირთვა, ჩემი აზრით, რთულია ნებისმიერი ადამიანისთვის. ხელფასი უნდა იყოს განსაზღვრული იმის მიხედვით, თუ რამდენად ვითარდება მასწავლებელი. ზოგი მასწავლებელი მოდის და თითს არ გაანძრევს, არაფერს აკეთებს. ამიტომ ანაზღაურება შედეგზე, მასწავლებლის ხარისხზე და კვალიფიკაციაზე  უნდა იყოს დამოკიდებული. როგორც ასეთი, ნებისმიერი სამუშაოს შესრულების ტოლფასი არ უნდა იყოს მისთვის გაკვეთილის ჩატარება. თუ მასწავლებელი გაჩერდა, ჩათვალეთ, რომ ბავშვი წინ არის უკვე წასული და მასწავლებელს არაფერი გამოუვა, რადგან ბავშვები ზოგჯერ ჩვენზე ადრე ვითარდებიან. დანამატები რომ იზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების, სწორად მიმაჩნია, რადგან მე მხოლოდ დირექტორი არ ვარ, გაკვეთილებიც მაქვს და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ მასწავლებელი მუდმივად სიახლეებში უნდა იყოს ჩართული. მე პირადად, ნაკლები ხელფასიც რომ მქონდეს, უხარისხოდ გაკვეთილს მაინც ვერ ჩავატარებ, ასეთი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ვის რა განწყობა აქვს, ამით შედეგს ვერ განსაზღვრავ. არ მიმაჩნია სწორად, რომ ერთხელ დაენიშნოს და სიკვდილამდე ერთი ხელფასი ჰქონდეს მასწავლებელს. უნდა განვითარდეს თვითონაც და შესაბამისად, ანაზღაურებაც უნდა იზრდებოდეს“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნიკოლეიშვილი:

„სტატუსის ზრდასთან ერთად, მასწავლებლის მიღწევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ანაზღაურების ზრდის ამჟამად არსებული რეგულაცია მისაღებია, რადგან როდესაც კვალიფიკაციას ადასტურებ, შემდეგ წინსვლაც არის გათვალისწინებული, თუმცა ამავე დროს სასურველია, რომ პედაგოგების ხელფასები, ამასთან ერთად, მოსწავლეების სწავლის დონიდან და წარმატებიდან გამომდინარეც იზრდებოდეს“.

ქალაქ ახმეტის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე პატარკაცაშვილი:

„მისაღებია ჩემთვის ის რეგულაცია, რაზეც მასწავლებლის ხელფასის ზრდაა დამოკიდებული, რაც მასწავლებლის სტატუსითა და საათების რაოდენობით განისაზღვრება.  ჩემს სკოლაში ყველას აქვს შესაბამისი საათები, კი არა მეტიც, და ამიტომ, სრულად აიღებენ დანამატს, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. ეს ფორმაა, რაც ახლა არსებობს, მისაღებია, იმიტომ, რომ იანვრიდან პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ გვეყოლება სკოლაში და ყველას ექნება უკვე დანამატი“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა დანელია:

„მასწავლებლის ხელფასი უნდა განისაზღვრებოდეს შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით. რა თქმა უნდა, განსხვავება უნდა იყოს მათ ხელფასს შორის. კარგად რომ ატარებს მასწავლებელი გაკვეთილს და შედეგებზე გადის, ანაზღაურებაც უკეთესი უნდა ჰქონდეს“.

ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბართია:

„ალბათ სტატუსი და კვალიფიკაცია უნდა იყოს მასწავლებლის ანაზღაურების განმსაზღვრელი, როგორც არის ახლა დამკვიდრებული. ის მეთოდი ჩემთვის მისაღებია“.

ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნი ბრეგვაძე:

„დავიწყოთ იქიდან, რომ დიდი ხანია ამბობენ, თითქოს ხელფასი იზრდება, მაგრამ ბრძანება, რომ იზრდება, არსად მინახავს. ვფიქრობ, რომ იზრდება დანამატი და არა საბაზისო ხელფასი. ზოგადად, შედეგის მიხედვით უნდა ფასდებოდეს ადამიანის შრომა. შედეგი კი, შეიძლება დაბალი სტატუსის პედაგოგმა უკეთესი დადოს. სასურველია, სწავლის ხარისხი ნამდვილად გაიზარდოს და სკოლაში შემოვიდნენ ნიჭიერი, განათლებული, შრომისმოყვარე ახალგაზრდა მასწავლებლები, რომელთაც უყვართ ბავშვი, საქართველოს მომავლისათვის რომ იბრძვიან, - ისეთი ახალგაზრდები. მე პირადად, ადრე საერთოდ არ მქონდა ხელფასი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი, რადგან ვფიქრობ, რომ სადაც ხარ, კეთილსინდისიერად უნდა იმუშავო, იმიტომ, რომ ეს არის შენი ქვეყნის ერთგულება და მისი სამსახური. ახლა, როცა ხელფასები იზრდება, სადაც 1500-2000 ლარზეა საუბარი, ვფიქრობ, სკოლაში მეტი შინაგანი მოტივაციით უნდა მოვიდნენ, ბავშვებს ასწავლონ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი აქ წყდება, ამ კედლებში და თუ აქ იქნები სასახელო, მომავალშიც ასახელებ შენს ქვეყანას“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება