TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

''ეტალონის'' ავტორსა და წამყვანს - გოჩა ტყეშელაშვილს საპატიო ''ნიუბელის'' წოდება მიენიჭა
03-05-2017
-
+


ქობულეთის N3 სკოლაში დღეს ინტელექტ-კლუბ ''ნიუბის'' 10 წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა. 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ''ეტალონის'' ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს საპატიო ''ნიუბელის'' წოდება მიენიჭა.   

''ნიუბელის'' მედალი გოჩა ტყეშელაშვილს ''ეტალონის'' მეგობარმა და თანამოაზრემ - ქობულეთის N3 სკოლის ინტელექტ-კლუბ ''ნიუბის'' ხელმძღვანელმა ია სურმანიძემ მიანიჭა.  

2006 წლის მაისში ქობულეთის N3 სკოლაში ისტორიის პედაგოგების ია სურმანიძისა და თეა სალუქვაძის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ინტელექტუალურ შეჯიბრებს.  

ინტელექტ-შეჯიბრებმა მშობლებისა და პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჩნდა იდეა შექმნილიყო ინტელექტუალური კლუბი, რომელიც სისტემატურად მოახდენდა ინტელექტუალური შეჯიბრებების ორგანიზებას.  

კლუბს ეწოდა ''ნიუბი''(ნორჩ ინტელექტუალთა უკომპრომისო ბრძოლა) და მას დაარსების დღიდან ბევრი გულშემატკივარი და ქომაგი ჰყავს.  

''ეტალონის'' გუნდი ულოცავს ინტელექტუალურ კლუბს 10 წლის იუბილეს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“

I, II, III და IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემოდგომის ზღაპარი გაცოცხლდა
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება