TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„ქოლგის ქვეშაც შეიძლება დაიწვას ბავშვი, ირიბი სხივები მაინც  ხვდება ორგანიზმს“ - გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციები
06-08-2019
-
+


რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც ბავშვები დასასვენებლად ზღვაზე მიჰყავთ?  ამ საკითხთან დაკავშირებით „ეტალონი“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს ესაუბრა.

„მოზრდილის და ბავშვის კანი ძალიან განსხვავდება გაცილებით უფრო ნაზია და ვთქვათ თუ მოზდილის კანი გაუძლებს მზის გარკვეულ ზემოქმედებას და მზეზე დიდი ხანი ყოფნას ბავშვი ძალიან მარტივად იწვება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება ბავშვებს“ აღნიშნავს  გუგა ქაშიბაძე.

სხეულის ნაწილები რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა მზეზე ყოფნისას

სასურველია, რომ ბავშვის ტანი მთლიანად იყოს დაცული. არსებობს სპეციალური საცურაო კოსტუმები კომბინიზონებივით, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაცვათ ბავშვს, რომ დაცული ჰქონდეს მთელი სხეული. გარდა ამისა პატარა ბავშვი აუცილებბლად უნდა გავიყვანოთ ღია ფერის ქუდი რათა არ მოხდეს მზის დაკვრა და ეგრედ წოდებული გადახურება. ქუდი უნდა იყოს ფარფლებიანი რომ დაიცვას  არამარტო თავი არამედ კისერი, მხრები და სახეც კი.

ჭირდება თუ არა რამე განსაკუთრებული დამცავი საშუალება ბავშვს?

არ არის რეკომენდირებული ბავშვის  ხანგრძლივად მზის გულზე გაყვანა. ის  მაქსიმალურად უნდა იყოს  დაცული მზის სხივებისგან. გარდა ამისა, აუცილებლად წავუსვათ მზისგან დამცავი კრემი, უბრალოდ ერთხელ წასმა ბუნებრივია არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ 2 საათის შემდეგ ბავშვს სჭირდება თავიდან წასმა, მითუმეტეს თუ ბავშვი შედის წყალში. 

რომელი ასაკიდან არის შესაძლებელი ბავშვის სანაპიროზე გაყვანა და რამდენი ხნით?

ჯობია  პედიატრმა გასცეს ეს როკემენდაცია. არის ძალიან ინდივიდუალური საკითხი. ქოლგის ქვეშაც შეიძლება დაიწვას ბავშვი, ირიბი სხივები მაინც  ხვდება ორგანიზმს. არც ღრუბელი არ აკავებს სხივების დიდ რაოდენობას, ამიტომ შეიძლება დამწვრობის მიღება ღრუბლიან ამინდშიც კი. ბავშვები რა თქმა უნდა ჯობია, რომ 11 საათამდე და 5 საათის შემდეგ გავიყვანოთ ზღვაზე, იმიტო რომ 11 დან 5 მდე მზის სხივები არის ძალიან მწველი. ბავშვი 11 საათიდან 5 მდე მზის გულზე ეს არის დანაშაული. 

რა პირველადი დახმარება შეიძლება გავუწიოთ  დამწვრობის დროს?

როცა არის პატარა ბავშვი ბუნებრივია ჯობია შემოწმდეს ექიმის მიერ. პატარა ვერ მოითმენს ტკივილს და გაუწყლოვანებას. მზით დამწვრობა როგორც წესი არის ხოლმე გადახურებასთან და მზის დაკვრასთან ერთად კომბინაციაში. ამიტომ თუ ვხედავთ რომ ბავშვი არის დამწვარი, რეკომენდირებულია ბავშვი ვაჩვენოთ ექიმს.

რა ახასითებს მზის დამწვრობას?

დამწვრობას ახასიათებს დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა, გაუწყლოვანება, გულის რევა, მოთენთილობა, ტკივილი და  გაღიზიანება. არც თუ იშვიათად საჭიროებს სტაციონალურ მკურნალობას.

მიუხედავად გაფრთხილებისა, თუ მაინც მივიღებთ მზის დამწვრობას, როგორ მოვუაროთ დაზიანებულ სხეულს?

შევიძინოთ აფთიაქში სპეციალური საშუალებები, სადაც  იქნება განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარი, პრეპარატს ექნება შენახვის ვადები, რომ ეს არ იყოს სიმპტომატური და შეიცავდეს სამკურნალო თვისებებს. რაც შეეხება ადგილობრივ საშუალებებს და ეგრედ წოდებულ მაწონით მკურნალობას,  რათქმაუნდა არ არის ეფექტური.  არსებობს სხვადასხვა ლოსიონები და გელები, რომლებიც ასაკობრივი ზღვარის შესაბამისად გამოიყენება და ასევე  რა თქმა უნდა მოვერიდოთ მზეს. საჭიროების შემთხვევაში კი მივმართოთ ექიმს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება