სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

ყველაზე დაბინძურებული ადგილები სახლში, რომლებიც სახიფათოა ბავშვებისა და მომავალი დედებისთვის
27-07-2019
-
+


სახლის დალაგება, ასე თუ ისე, ყველა დიასახლისს უწევს. განსაკუთრებული ყურადღებით უდგებიან ამ საკითხს, როდესაც სახლში ბავშვებია ან პატარას ელოდებიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც არ უნდა ყურადღებით დავალაგოთ, ბინაში ყოველთვის მოიძებნება ადგილი, სადაც განსაკუთრებით ბევრი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს.

გაიგეთ ბინის დალაგების დროს რა ადგილებს უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება.

ხალიჩები

შემოსასვლელის ხალიჩა ძალიან ბინძურდება, ფეხსაცმლით ქუჩიდან მიტანილი მთელი ჭუჭყი, მასზე რჩება. თუ სახლში ჩვილია, რომელიც დაცოცავს, უკეთესია თუ შემოსასვლელში გასასვლელს შეუზღუდავთ.მტვრის შემგროვებლები არიან ოთახის ხალიჩებიც და შესაძლოა ინფექციის თუ არა, ალერგიის მიზეზი გახდნენ.

აბაზანა

თქვენს ტუალეტში საზოგადოებრივ ტუალეტზე არანაკლები მიკრობია. ამასთან ბაქტერიები ცხოვრობენ არა მხოლოდ უნიტაზის საჯდომზე, არამედ ტუალეტის კარის სახელურზეც.

მობილური ტელეფონი



ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ მობილურ ტელეფონზე იმაზე მეტი მიკრობია, ვიდრე უნიტაზის საჯდომზე. რაც, გასაკვირი არც არის: ადამიანების უმრავლესობა ტელეფონს ხელიდან ფაქტობრივად არ უშვებს, რაც ნიშნავს, რომ ჭუჭყიან ხელს ჰკიდებს და სხვადასხვა ადგილას დებს, ზედაპირი კი ყოველთვის სუფთა არ არის.

ფული

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ეხება ფულსაც - ვისი ხელი არ გამოიარა სანამ თქვენს საფულეში მოხვდებოდა.

მაცივარი

მაცივარი, აუცილებელია რეგულარულად გაირეცხოს. აუცილებელია, ასევე პროდუქტების შენახვის წესების დაცვა. არ შეიძლება უმი ხორცის გვერდით მზა სადილის შედგმა, კვირაობით დაკონსერვებული საკვების და გახსნილი რძის პაკეტის შენახვა. ეს ყველაფერი ნაწლავური ინფექციის წინაპირობაა. 

კლავიატურა და მაუსი

მაშინაც კი თუ ეს თქვენი საკუთარი კომპიუტერია, მასზე მტვერი აუცილებლად გროვდება, თუ თქვენ მონიტორთან წახემსება გიყვართ, მაშინ ნამცეცებიც. ყველაფერი ეს შესანიშნავ გარემოს ქმნის სხვადასხვა მიკროორგანიზმების გასაჩენად.

წიგნები



ინფექციების გამავრცელებელი შესაძლოა იყოს ბიბლიოთეკაც, რომელშიც წიგნები თქვენი ბავშვობის დროიდან ინახება. წიგნები, რომლებიც თაროებზე რამდენიმე ათეული წელი ალაგია, არა მხოლოდ მტვერით იფარება, არამედ სხვადასხვა მიკროორგანიზმების თავშესაფარია.

აბაზანის ფარდა

აბაზანის ფარდას, წყალი გამუდმებით ხვდება. ნესტიანი გარემო კი იდეალურია სოკოვანი ინფექციებისთვის და ბაქტერიების გასამრავლებლად.

ტელევიზორის პულტი

მობილურზე არანაკლები მიკრობებია პულტზე. მისი ზედაპირის შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს  ​ნაწლავური ჩხირი, სტაფილოკოკები და კოხის ჩხირიც კი, რომელიც ტუბერკულოზს იწვევს.

როგორ დავიცვათ თავი ინფექციის გამომწვევი მიკრობებისგან

  • უნდა გვახსოვდეს, რომ მიკროორგანიზმები მაღალ ტემპერატურაზე და ასევე ჰაერის 10 პროცენტზე ნაკლები ტენიანობის დროს იღუპებიან. ამიტომ ნუ დატოვებთ სველს - აბაზანის ფარდებს, ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს, დასაჭრელ დაფას და ა.შ. .  
  • სახლში შესვლისას გამოიცვალეთ, რომ ქუჩიდან ოთახში მიკრობები არ შეიტანოთ. 
  • სასადილო მაგიდაზე საკვებთან ერთად ნუ დადებთ ნივთებს (ტელეფონი, გასაღები, საფულე, ჩანთა და ა.შ), რომლებმაც ქალაქში იმოგზაურეს.
  • ყველაზე მთავარი კი არ დაგავიწყდეთ ხელების დაბანა - თუ კატას ან ძაღლს მოეფერეთ, ქუჩიდან სახლში შესვლის შემდეგ, ჭამის წინ. ასწავლეთ ეს ყველაფერი ბავშვს. ამ მარტივი წესის დაცვა ინფექციის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება