სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბიოლოგიასა და ბუნებისმეტყველებაში 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ
03-06-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ბუნებისმეტყველების საგნის საუკეთესო პედაგოგი ხონის მუნიციპალიტეტის ივანდიდის სკოლის მასწავლებელი იამზე ფანცულაია გახდა, ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი გორის მუნიციპალიტეტის  ხიდისთავის სკოლის პედაგოგს თეა ნონიკაშვილს ერგო.

როგორც გამარჯვებულმა თეა ნონიკაშვილიმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ეს აღიარება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორია, რადგან გამარჯვებასთან ერთად პედაგოგები მოსწავლეების ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და აღიარება იყო ეს გამარჯვება. ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისთვის ასეთი ტიპის კონკურსები მნიშვნელოვანია. ამასთან, იმ პედაგოგებს, რომლებიც არ ღებულობენ ასეთ კონკურსებში მონაწილეობას, მათ უმაღლებს მოტივაციას და უჩენს მონაწილეობის სურვილს. ნამდვილად ძალიან ღირებული კონკურსია ჩემთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვგრძნობ მოსწავლეების მხარდაჭერას. ისინი ყოველთვის ელოდებიან ჩემს აღიარებას და გამარჯვებას. ნამდვილად სხვა მასწავლებლებსაც ვურჩევ მიიღონ მსგავსი ტიპის კონკურსებში მონაწილეობა, რადგან ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ“, - განაცხადა თეა ნონიკაშვილმა.

ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორის მიმოზა ღოლიჯაშვილის თქმით, სწორედ თეა ნონიკაშვილის დამსახურებაა, რომ სკოლაში ბიოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა. ამასთან, აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის პროექტები პედაგოგებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

„საუკეთესოთა შორის საუკეთესომ გაიმარჯვა. თეა ნონიკაშვილი საუკეთესო ბიოლოგი, საქმის ნამდვილი პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ადამიანია. მას აქვს უნარი ბავშვებს ასწავლოს ხალისიანად და მოსწავლეებმა შეიყვარონ საგანი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. ჩვენი მოსწავლეები აბარებენ და მომავალ პროფესიასაც ამ მხრივ ირჩევენ. გასულ წელს სამმა ჩვენმა მოსწავლემ, რომლებიც ასევე მედალოსნები იყვნენ მედიცინაზე სწორედ ბიოლოგიის საგანი ჩააბარეს.

ეს არ არის თეას ერთადერთი მიღწევა, გასულ წელს იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამ აქტივობებისთვის მადლობას ვუხდი მასწავლებლის სახლს და სამინისტროს. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდამ მოინდომოს პედაგოგობა და გაუჩნდეს პროფესიაში შემოსვლის სურვილი“, - განაცხადა მიმოზა ღოლიჯაშვილმა.

ბუნებისმეტყველების საგნის საუკეთესო პედაგოგის იამზე ფანცულაიას წარმატებას იზიარებს ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორი ნატა ძიძიგური.

„მსგავსი ტიპის დაჯილდოებები მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იამზე ფანცულაია ნამდვილად საუკეთესო იყო. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მასწავლებლებს უფრო მეტი წახალისება, დაფასება და ყურადღება აქვთ, რაც მათთვის ნამდვილად მთავარია“, - განაცხადა ნატა ძიძიგურმა.

როგორც იამზე ფანცულაია გვეუბნება ასეთი კონკურსები ძალიან დიდი მოტივაციაა იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობენ და გარკვეული მიზეზებით თავს იკავებენ მსგავს პროექტებში ჩართვისგან.

„რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები და ამასთან სტიმულიც სხვა მასწავლებლებისთვის. ჯილდოს მიღების შემდგომ ჩემი კოლეგები მიკავშირდებიან და მილოცავენ ამ გამარჯვებას. ისინი ხედავენ ჩემს შრომას და ის რომ ეს ფასდება, ამის შეხედვა მათთვის მეტი მოტივაციაა“, - განაცხადა იამზე ფანცულაიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება