სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კუროსა და მორიელის გარდა კიდევ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელოდებათ კოსმიური შტორმი - მიხეილ ცაგარელი გაფრთხილებთ
03-06-2019
-
+


„კოსმიური შტორმი, ცის კაბადონზე გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა... იწყება მზის და მთავრის შეერთება და სერიოზული ბრძოლა, უკვე დაიწყო ტექნიკური პრობლემები, 20 ივლისამდე ყველაზე რთული პერიოდია წლის განმავლობაში და პირველი დეკადა იქნება 16 ივნისამდე“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზში.

ვერძები აქტიურები, ენერგიულები და ინიციატივიანები არიან, მაგრამ გაუფრთხილდით ფინანსურ საკითხებს. სახლში თუ სამსახურში კონფლიქტების ალბათობა მატულობს.

კურო ცუდად გრძნობს თავს, ფსიქოემოციური არასტაბილურობა აქვს და მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს ჯანმრთელობას. არავითარი ახალი პროექტები, ფრთხილად და წინდახედულად.

ტყუპებს წარმატებული პერიოდი აქვთ, მაგრამ  სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ფულის უყაირათო ხარჯვაში, შესაძლებელია სულსწრაფობა, მერყეობა, ასევე შეცდომების დაშვება.

კირჩხიბებს ახლა ურთულესი პერიოდი აქვს, ჭორები, ფარული მტრები. თავს გაუფრთხილდით და არავითარი ახალი საქმე არ დაიწყოთ.

ლომს ამ კვირაში კარიერული შეფერხება არ აქვს. მისი პრობლემები მხოლოდ შვილებთან და პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვაში გამოიხატება.

ქალწულებმა ნელი ნაბიჯით უნდა გააგრძელონ გზა, მაგრამ წარმატება დამოკიდებულია მათ ჯანმრთელობაზე, ამიტომ ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას.

სასწორები აქტიურები არიან, შარმიანები, მაგრამ მოგზაურობისას შესაძლებელია პრობლემები შეექმნათ.

მორიელს პრობლემები ექნებათ ვალებზე, ასევე კონფლიქტები, სახლში და სამსახურში. ფრთხილად და წინდახედულად.

მშვილდოსნებს ენერგოტონუსი მაღალი აქვთ, მაგრამ ფინანსური პრობლემები ელოდებათ თუ ფულს უყაირათოდ ხარჯავენ.

თხის რქებს ვარსკვლავები ისევ მანიპულაციებში და სიჯიუტეში ადანაშაულებენ. ძლიერდებიან მისი კონკურენტები და ამიტომ სიფრთხილე მართებთ.

მერწყულებო, ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან, ასე ხართ ამ კვირაში. არ გირჩევთ მსხვილ პროექტების განხორციელებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზებისთვის რთული პერიოდი იწყება და დეპრესიული პერიოდი მატულობს. არ მიჰყვეთ დინებას, იყავით აქტიურები და ინიციატივიანები. არ აჰყვეთ ჭორებსა და ინტრიგებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება