სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ
31-05-2019
-
+


ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელშიც კომიტეტის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ.

ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით უკვე შემუშავდა კურიკულუმი, რომლის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან, რომელიც მოსწავლეებისთვის ყველა საკვანძო მნიშვნელოვან და ფინანსურ საკითხს მოიცავს.

ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების შესწავლა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიწოდების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება