სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მერწყულისა და ქალწულის გარდა კიდევ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს შეექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები ამ კვირაში
29-05-2019
-
+


„დედამიწა მალე უარყოფით ველში შედის, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება და სხვადასხვა ტიპის კონფლიქტები გამოიწვიოს. პიკი გახლავთ 6 ივნისიდან - 17 ივლისამდე“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზში.

გაეცანით როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

ვერძი აქტიურია, ენერგიულია, მაღალი აქვს ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა მდგრადი, მაგრამ გარე ფაქტორები სირთულეებს მაინც მოუწყობთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ახლობლებთან ურთიერთობისას და სამსახურში. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებით, ადეკვატურად შეაფასეთ საკუთარი რესურსი.

კუროს ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. არ არის გამორიცხული ფინანსურმა სირთულეებმა იჩინონ თავი. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საყიდლებს. ზოგიერთი კურო შეიძლება შეეჯახოს მოტყუების მცდელობას. შეიძლება აღმოჩნდეთ ჩათრეული ახალ, უპერსპექტივო პროექტებში.

ტყუპებს ახლა კარგი პერიოდი აქვთ, შანსი იმისა რომ ახალი იდეები განახორციელოს, ცხადია არის, მაგრამ წყალქვეშა დინებები მათაც შეეხებათ. დაამყარებთ ახალ კონტაქტებს, ყველაზე იღბლიანი პერიოდი ამ ერთ კვირაში მაინც თქვენ გაქვთ. თუმცა სამსახურში და მეგობრებთან დელიკატურობა არ გაწყენდათ.

ყველაზე რთული პერიოდი ახლა კირჩხიბებს აქვთ. შემცირდება ჯანმრთელობის სტაბილურობა, არავითარი პროვოკაცია, საქმეების გარჩევა და მნიშვნელოვანი წამოწყებები. დაისვენეთ მეტად და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მაღალია ტრამვების ალბათობა და სამსახურეობრივი კონფლიქტები.

ლომებს საკმაოდ ნეგატიური პერიოდი აქვთ. გაუფრთხილდით ურთიერთობას შვილებთან. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ და გამოიყენეთ ოპტიმიზმი პრობლემების გადაჭრაში. განსაკუთრებული ტაქტი და დელიკატურობა გმართებთ ოჯახის წევრებთან მიმარტებაში.

ქალწულების ენერგოტონუსი მცირდება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ფულის უყაირათო ხარჯვას. ნუ ეცდებით ყველაფერს მოკიდოთ ხელი. მცირე ნაბიჯებით გააგრძელეთ გზა და ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.

სასწორებს ამ კვირაში უფრო მეტად შეუძლიათ იდეების რეალიზაცია. სასიკეთო ტენდენციები აქვს, მაგრამ შინაგანი და გარეგანი სიმშვიდე ერთმანეთს არ ემთხვევა. გაუფრთხილდით ფულს და ნუ იქნებით სულსწრაფები.

მორიელის სასიცოცხლო ტონუსი შემცირებას იწვევს, რაც ნეგატიურ დაღს დაასვამს როგორც ჯანმრთელობას ასევე კარიერულ ამბავს. ფრთხილად იყავით ფინანსებთან. დროულად გადაიხადეთ ჯარიმები. წინდახედულება და სიფრთხილე გმართებთ.

მშვილდოსნები შესაძლებელია კოსმიური გამოცდების წინაშე დადგეს, მაგრამ მაქსიმალური კეთილშობილება გმართებთ და ფულის უყაირათო ხარჯვა ფინანსურ პრობლემებს მოგიტანთ. გააკონტროლეთ ასევე სულსწრაფობა. ჯანმრთელობა ნამდვილად მდგრადი გაქვთ.

თხის რქებს დიდი სირთულეები ელოდებათ. კონფლიქტების ტენდენცია მოიმატებს. მოთმინება და წინდახედულება გმართებთ. დიდია კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა. კარიერული განვითარების კუთხით შანსი გაქვთ, ცხადია, თუ სწორად მოიქცევით.

მერწყულების ენერგოტონუსი იმატებს, მაგრამ გაკლიათ შეუპოვრობა, რაც მიზნის მისაღწევად გჭირდებათ. შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინოს თავი, მაგრამ ეს არ იქნება რაიმე სერიოზული. წარმატების შანსი ყველა დონეზე მაღალი გაქვთ.

თევზებს შინაგან დისკომფორტს იგრძნობთ. ენერგოტონუსი მცირდება და ასევე შეიძლება სხვადასხვა სახის ცდუნებებმა იჩინოს თავი. მოიმატებს კონკურენტული ბრძოლა და ღირსეულად შეხვდით ყველა პრობლემას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება